Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

Youtube-ზე 1000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები რეკლამისგან შემოსავალს ვეღარ მიიღებენ.

YouTube-მა ახალი წესების შემოღების შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, 17 იანვრიდან Youtube-ზე რეკლამის განთავსებით ფულის შოვნის მსურველებს მათ არხზე ბოლო ერთი წლის განამვლობაში, სულ ცოტა 4000-საათიანი ნახვა და 1000-ზე მეტი გამომწერი უნდა ჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC  ავრცელებს. აქამდე არსებული წესით, რეკლამის განთავსებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ სულ მცირე 10 ათასი ნახვის მოგროვება. 20 თებერვლამდე არხების მფლობელებს საშეღავათო პერიოდი აქვთ, რის შემდეგაც ყველა, ვინც არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, თავიანთი ვიდეოებისგან შემოსავალს დაკარგავს. თუმცა, როგორც კი მათი არხები ახალ ცვლილებებს მოერგებიან რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ბაზაში (პარტნიორულ პროგრამაში) სისტემა ავტომატურად გააგზავნის მოთხოვნას. ახალი არხების მფლობელებს კი მოთხოვნის გაგზავნა თავად მოუწევთ. ფოტო: shutterstock.com IMEDINEWS.GE

კვლევა: ინტერნეტის მომხმარებლები ნაკლებად რელიგიურები არიან.

ამერიკაში, ბეილორის კერძო ქრისტიანული უნივერსიტეტის მკვლევარებმა Journal for the Scientific Study of Religion-ში ნაშრომი  გამოაქვეყნეს.  ავტორებმა ინტერნეტის მოხმარებასა და პიროვნების რელიგიურობას შორის კავშირის დადგენა სცადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი ინტერნეტთან, მით ნაკლებია მისი რელიგიურობის დონე. ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტის მომხმარებლები კონკრეტულ რელიგიას თავს არ მიაკუთვნებენ.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი ღმერთი არაა.  კვლევის მიხედვით, რელიგიური აღზრდის მქონე ადამიანთა რიცხვი 1990 წლიდან შემცირდა. მკვლევარები ამას ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, “ინტერნეტი უღმერთო ადგილია“. IMEDINEWS.GE

2 თვის წინ გაუჩინარებული 24 წლის ბიჭი პოლიციამ მონასტერში იპოვა.

გურჯაანის სოფელ ვაზისუბნიდან 2 თვის წინ გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა პოლიციამ დღეს იპოვა. როგორც imedinews- ს შსს- ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა გიორგი დარჩიაშვილს თბილისში, გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერში მიაკვლიეს. ის თავს კარგად გრძნობს და სახლში უკვე დაბრუნდა. ოჯახი და პოლიცია მას გასული წლის ნოემბრიდან ეძებდა.

ნიაგარას ჩანჩქერი შესაძლოა მთლიანად გაიყინოს.

კანადაში ძლიერი ყინვისგან ნიაგარას ჩანჩქერი თითქმის მთლიანად გაიყინა. ჰაერის ტემპერატურა 57 წლის განმავლობაში პირველად, -23 გრადუსამდე დაეცა. სანახაობა ერთგვარი სიურპრიზი გახდა  ტურისტებისთვის . მეტეოროლოგები ჰაერის ტემპერატურის კიდევ დაცემას ვარაუდობენ, რაც იმას ნიშნავს რომ ჩანჩქერი შესაძლოა მთლიანად გაიყინოს. ისტორიული მონაცემების მიხედვით ნიაგარას ჩანჩქერი 1848 წელს მთლიანად გაიყინა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო პაპუა-ახალი გვინეის კუნძულიდან მოსახლეობა გაასახლეს

პაპუა-ახალი გვინეის  ხელისუფლებამ დაახლოებით 600 ადამიანი ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის ტერიტორიიდან გაასახლა. ინფორმაციას რადიო New Zealand-ი  ავრცელებს. ვულკანმა აქტიურობა უკვე დაიწყო, მისი კრატერიდან ფერფლი ამოიტყორცნა. ბოლოს ვულკანმა 40 წლის წინ გაიღვიძა. ხელისუფლებამ კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობა სხვა კუნძულებზე გადაასახლა. ხელისუფლებამ გემებს კუნძულთან მიახლოება აუკრძალა. ამ დროისთვის კუნძულის თითქმის 50% ვულკანური ლავითაა დაფარული.

იანა ბერიანი 8 დეკემბერს „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

8 დეკემბერს ქალაქ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა. შეხვედრისას მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ორგანიზაციის მისიაზე, როლზე და განხორციელებულ საქმიანობაზე ესაუბრა. ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი აირჩიეს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში NALAG-ს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. VI ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებად რეგიონიდან 2-2 კანდიდატი დაასახელეს და უმრავლესობით აირჩიეს კიდეც.  აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრად, ქვემო ქართლიდან იანა ბერიანი აირჩიეს.

ვიკიპედიის კონკურსში მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

ფოტო: wikilovesmonuments/DmytBalkhovitin „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) ყოველწლიური საერთაშორისო  ფოტოკონკურსია . მას ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. ამის შესახებ  1tv  წერს. მონაწილეები იღებენ ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) ტვირთავენ. კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, ნებისმიერი ადამიანისთვის, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი. ვიკიპედიის ქართული განყოფილების ორგანიზებით, ბოლო ორი წელია, კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.  თითოეული მონაწილე ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის, საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა. მათ შორისაა მესტიის ფოტოც, რომელიც უკრაინელმა ფოტოგრაფმა დმიტრო ბალხოვიტინმა გადაიღო. სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა სურათმა მე-13 ადგილი დაი...

ლედი გაგას ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე ავთანდილის კაბა ეცვა

მომღერალმა ლედი გაგამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველი დიზაინერის ავთანდილის კაბა აცვია. წითელი კაბა მომღერალს ლას-ვეგასში გამართულ ლაიონელ რიჩის კონცერტზე ეცვა. კაბა დიზაინერის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.         imedinews.ge

Walking Out - გასვლა

აღწერა     ქალაქელი თინეიჯერი მიემგზავრება მონტანაში, რათა მამასთან ერთად სანადიროს წავიდეს. მაგრამ ნადირობა გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება, როდესაც ისინი გზად გრიზლის შეხვდებიან. ჟანრი დრამა, თრილერი, სათავგადასავლო.     

Home Alone 3 / მარტო სახლში 3

აღწერა   სამმა მამაკაცმა და ქალმა იყიდეს მათთვის მოპარული უახლსი მიკროსქემა, რომელსაც მთელი სისტემის ნეიტრალიზება შეუძლია. ჩადეს ის სათამაშო მანქანაში, მანქანა – პარკში წარწერით «Parisian». აეროპორტში აღმოჩნდა, რომ პარკში სათამაშო არ არის, ირგვლივ კი დადიან ადამიანები ზუსტად ასეთი პარკებით. ძებნა დაიწყეს. რის შედეგადაც ცელოფნის პაკეტისთვის ჩიკაგოში მოუწიათ გაფერნა. ყველაზე მიხვედრილმა მაყურებლებმა, ალბათ უკვე, მიხვდნენ, ვის სახლში ჩაიტანა ხანში შესულმა ქალბატონმა სათამაშო. რა თქმა უნდა, მანდ სადაც ცხოვრობს პატარა და საყვარელი ბიჭუნა.                  

სააკაშვილი დააკავეს, თუმცა გაიქცა.

დეკემბერს დილით, უკრაინის გენერალური პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სახლში, ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. პოლიტიკოსის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემ Facebook -ზე დაწერა, რომ სააკაშვილის ბინის კარს ამტვრევდნენ და მხარდამჭერებს მის სახლთან შეკრებისკენ მოუწოდა. სააგენტო Украинские новости-ს შეფასებით , მოწოდებას დაახლოებით ათასი ადამიანი გამოეხმაურა. ქუჩაში პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო. ტელეკომპანია 112 Украина-ს ცნობით , სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა , რომ შეტაკებებში რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. სულ ცოტა 9 ადამიანი დააკავეს .

შემომხედა და ამოილუღლუღა "გადამარჩინეთ"

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი თამუნა საღარეიშვილი სტატუსს აქვეყნებს: "გუშინ ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი: -ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ! ჩვენ რა თქმა უნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით. ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და აი ისიც, დათო სარალიძე, თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა… მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა – “გადამარჩინეთ!” ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთვა. დავითს კი ვთხოვდით თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე თუ როგორ ესმოდა ჩვენი – ის, თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისა...

სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია. - პირდაპირი ჩართვა ბათუმის მოვლენებიდან. LIVE

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო  ადასტურებს , ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი. დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.  ხანძარი სასტუმრო “ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე  გაჩნდა .          სასტუმრო " ლეო გრანდი ", ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. არსებული  ინფორმაციით , სასტუმროში 35 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 300 ადამიანი დასაქმდა; "ლეო გრანდში" არის 182 ნომერი და საერთაშორისო კლასის მომსახურება. სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი. imedinews.ge...

სპეცოპერაცია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულდა. იხილეთ შემზარავი კადრები.

ბერი სალოსის ქუჩაზე მასშტაბური სპეცოპერაციისას, ერთ- ერთმა დამნაშავემ სავარაუდოდ, თავი აიფეთქა. ცხედრების იდენტიფიკიაცა ჯერ დასრულებული არ არის. ამიტომაც მათი ვინაობაც უცნობი რჩება. არ სახელდება დაკავებულის გვარი და სახელიც, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მოდულის შენობაში ბრალი წაუყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენი სამი პირი სწორედ იმ ადამიანს იცავდნენ, ვინც სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს  დასრულდა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი  ემსხვერპლა , ოთხი კი  დაიჭრა.

შემოღამება მთაწმინდაზედ

შემოღამება მთაწმინდაზედ ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი, ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი! ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს! რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს! ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა, და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა! მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი, კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი, და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი, რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი! ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული! ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული! აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან, მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან! მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება, გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფთ...

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების განრიგი ცნობილია.

2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 15 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთდროულად 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით: 18 ნოემბერი  – მათემატიკა, ფრანგული. 19 ნოემბერი  – ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის,გერმანული ენა. 25 ნოემბერი  – გეოგრაფია, რუსული ენა. 26 ნოემბერი  – ისტორია, ქიმია. 2 დეკემბერი  – ინგლისური ენა, ფიზიკა. 3 დეკემბერი  – ბიოლოგია. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელქტრონულად ჩატარდება. სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ 2017-2018 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკ...

დედამიწასთან ახლოს სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტა აღმოაჩინეს.

ევროპულმა სამხრეთ ობსერვატორიამ (ESO) აღმოაჩინა, რომ ჯუჯა ვარსკვლავს Ross 128 არც ისე დიდი კლდოვანი ეგზოპლანეტა აქვს. ობიექტი, რომელსაც Ross 128b-ი ეწოდა,  საკუთარი მზისგან ოპტიმალურ სიშორეზე მდებარეობს და ზედაპირზე ისეთი პირობები უნდა ჰქონდეს, რაც დედამიწას მოგვაგონებს. ამის შესახებ მეცნიერების სტატია ჟურნალში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა. სამეცნიერო ნაშრომზე მოკლედ  EurekAlert -ი წერს.  ჯუჯა ვარსკვლავების უმეტესობის ზედაპირზე დიდი აფეთქებები ხდება, რის გამოც პლანეტებზე, რომლებიც მის ირგვლივ ბრუნავენ, მაღალი ენერეგიის ამოფრქვევა ხდება. სწორედ ამის გამო ისინი სიცოცხლისთვის გამოსადეგარები არიან. თუმცა ეს ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც დედამიწისგან მხოლოდ 11 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს, ნაკლებას აქტიური ვარსკვლავია. Ross 128b-ი ჩილეს ობსერვატორიის 3,6 მეტრიანი ტელესკოპით აღმოაჩინეს. წყარო - imedinews.ge ფოტო - Wikipedia

სოფელ ტანძიაში ისტორიულ წყაროს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სოფელ ტანძიის მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სოფელ ტანძიაში არსებულ წყაროს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სამუშოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გამოვლენილია და კომპანიამ მუშაობა უკვე დაიწყო. გაიწმინდება და მოპირკეთდება წყარო, ასევე მოეწყობა ბილიკი და ბორდიურები ბაზალტის ქვით. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. წყარო - telegraph.ge

15 ათასამდე მეცნიერმა კაცობრიობის მთავარი საფრთხეები დაასახელა

184 ქვეყნიდან დაახლოებით 15 000 მეცნიერმა ხელი მოაწერა  წერილს , რომელშიც "კაცობრიობის მეორე გაფრთხილებაა" აღნიშნული, -  წერს  Washington Post-ი.  მეცნიერებმა გლობალური დათბობა პლანეტის ეკოსისტემის მთავარ საფრთხედ განიხილეს (1992 წლიდან, დედამიწის საშუალო გლობალური ტემპერატურა 0,5 გრადუსით გაიზარდა, ხოლო ნახირორჟანგის წლიური  გამოყოფა  - 62%-ით). ამავე პერიოდში, შემცირდა მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობა, შემცირდა ტყეების ტერიტორიების რაოდენობა და გაიზარდა ოკეანეში "მკვდარი ზონების" ზომა (მათში ცოტა ჟანგბადია).  მეცნიერების თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზარდა, მაშინ როცა სხვა ძუძმწოვრების პოპულაცია, ისევე როგორც ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და თევზების რაოდენობა, თითქმის 30%-ით შემცირდა.  ექსპერტებმა პლანეტის ეკოსისტემაზე ადამიანის ნეგატიური გავლენის აღმოსაფხვრელად 13 ზომა მიიღეს. მათ შორისაა - ნაკრძალების შექმნა, საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება და მწვანე ტექნოლოგიების დამკვ...

13 ნოემბერს ცაზე ვენერა და იუპიტერი გამოჩნდება.

13 ნოემბერს, დილისკენ, ევროპის კონტინეტზე ცაზე პლანეტა იუპიტერი და ვენერა  გამოჩნდებიან , რომლებიც ერთმანეთთან უახლოეს დისტანციაზე იქნებიან. მათი დანახვა ტელესკოპების გარეშეც იქნება შესაძლებელი.  ყველაზე კარგი დრო სანახაობისთვის, მზის ამოსვლამდე 40 წუთით ადრე პერიოდია.

33 წლის პაატა პავლიაშვილი პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. რა მოხდა ნუცუბიძის ფერდობზე?

25 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელების ბრალეულობა გამორიცხა იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება  გაავრცელა , რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძახების ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს, რის შემდეგაც მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩატ...

მეცნიერებმა ცუნამის ყველაზე ადრინდელი მსხვერპლის თავის ქალა იპოვეს.

მეცნიერებმა ცუნამის ყველაზე ძველი მსხვერპლის თავის ქალა იპოვეს. ამის შესახებ  BBC  წერს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავის ქალა 6 ათასი წლისაა.ქალა 1929 წელს ქალაქ აიტაპის მახლობლად აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტული კვლევის შედეგები ახლა გახდა ცნობილი.მათივე მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორია სანაპირო ზოლი იყო, რომელსაც 6000 წლის წინ ცუნამი დაატყდა თავს.ისინი ფიქრობენ, რომ 6 ათასი წლის წინ ეს ადამიანი სწორედ ცუნამიმ იმსხვერპლა."ჩვენ დავასკვენით, რომ ამ ადამიანი, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მსოფლიოში ყველაზე ძველი ცუნამის მსხვერპლია", - ამბობს პროფესორი გოფი.მკვლევრებმა განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, სანაპირო ზონებში აქამდე არსებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები უნდა გადაიხედოს.

Google-ის ახალი ტელეფონების მთავარი ხარვეზები დასახელდა.

ოქტომბრის მეორე ნახევარში Google-ის ახალი სმარტფონების Pixel 2-სა და Pixel 2 XL-ს გაყიდვა  დაიწყო . ჟურნალისტებმა ტელეფონებზე, რომლებიც 650-850 დოლარი ღირს, პოზიტიური მიმოხილვები დაწერეს, თუმცა მომხმარებლები მთელი რიგი პრობლემების წინაშე  აღმოჩნდნენ . 1.მკრთალი ფერები Pixel 2 XL-ის ეკრანი sRGB-ის სტანდარტით არის აწყობილი, როცა კონკურენტი კომპანიები უფრო ფართო სპექტრის ფერებს იყენებენ. საბოლოო ჯამში, Google-ს ტელეფონში გამოსახულება უფრო ბუნდოვანია. კომპანია გეგმავს ეს პრობლემა პროგრამულად გამოასწოროს. კერძოდ, ტელეფონის განახლების შემდეგ ეკრანის ფერად პროფილზე გადართვა იქნება შესაძლებელი. 2. "ხედვის კუთხეები" Google Pixel 2 XL-ის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ მას გვერდიდან თუ შევხედავთ, გამოსახულებას ლურჯი ფერი გადაჰკრავს. 3. უცნაური ხმები სმარტფონის მომხმარებლები აცხადებენ, მათ უსიამოვნებებს უქმნით ხმები, რომელსაც მათი მობილური ტელეფონი გამოსცემს. ზოგიერთი მათგანის თქმით, კომპანიამ მათ სმარტფონების შეცვლა შესთავაზა. Pixel 2-ი...

ნინი გვაზავა "ჰიპ-ჰოპისმაგვარი ცეკვა" Georgias Got Talent

პატარა ნინის მიერ შესრულებულმა ჰიპ-ჰოპისმაგვარმა ცეკვამ დარბაზი და ჟიური აღაფრთოვანა.

ელ ტიპო

ვენესუელელი მაჩოს გასაოცარი გარდასახვა. 

თვალის ბადურას დაბერების გამო, 21 წლის გოგო დაბრმავდა.

ქ ალაქ დუნგუანის 21 წლის მკვიდრს, მარჯვენა თვალში მხედველობის უნარი დაეკარგა მას შემდეგ, რაც დიდი ხანი სმარტფონზე თამაშობდა. ამის შესახებ  South China Morning Post -ი წერს. გამოცემის ცნობით, გოგოს 24 საათის განმავლობაში თამაში Honour of Kings არ შეუწყვეტია. საავადმყოფოში მას თვალის ბადურის დაბერების დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების ცნობით, ეს გადატვრითვამ გამოიწვია."როგორც წესი, დილის 6 საათზე ვდგები. ვსაუზმობ და სამსახურში მივდივარ. 4 საათზე სამსახურის შემდეგ, ღამის პირველამდე ვთამაშობ", - ჰყვება 21 წლის ჩინელი.

ჩინეთის თავზე გიგანტური მეტეორი აფეთქდა. +Video

ჩ ინეთის თავზე გიგანტური მეტეორი აფეთქდა. უშვიათ ბინებრივი მოვლების დაფიქსირება თვითმხილველებმა ტელეფონების საშუალებით მოახერხეს. ცეცხლოვანი ბურთი იუნანის პროვინციაში, შანგრი-ლას ოლქის თავზე შენიშნეს. ციური ობიექტო წამში 15 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა და მხოლოდ 5 წამი ჩანდა. მეცნიერების თქმით, ეს ეგრეთ წოდებული ბოლოდი იყო, რომელიც ჩვეულებრივ მეტეორზე უფრო კაშკაშაა და ლამის მთვარის სიკაშკაშეს უტოლდება. ატმოსფეროში მეტეორის აფეთქება NASA-მაც დააფიქსირა. სპეციალისების შეფასებით, მისი სიმძლავრე 540 ტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო.

ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა.

ძლიერი წვიმის გამო ქობულეთის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა. სულ 7 კერა დაფიქსირდა, ყველაზე მძიმე ვითარება სოფელ კვირიკეშია, სადაც მიწის მასა გოგიტიძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. მათი თქმით, სახლის საძირკველს საფრთხე ემუქრება. ისინი მეწყრულ პროცესებს გზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებენ. ადგილობრივ გამგეობაში ბრალდებებს უარყოფენ, და ამბობენ, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. მათივე თქმით, გეოლოგები შეისწავლიან ტერიტორიებს და ამის შემდეგ აუნაზღურებენ ოჯახებისთვის ზარალს. უხვმა ნალექმა პობლემები შექმნა ურეკში. სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა წერეთლის, დუმბაძისა და მესხის ქუჩები  დატბორა. imedinews.ge

ბოლნისელი გოგონა მის საქართველოს ფინალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

21 წლის ბოლნისელი თათია ღურჭუმელაძის ფიზიკური მონაცემებთ არა ერთი სამოდელო სააგენტო დაინტერესდა. იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც სრულყოფილ მოდელს უნდა ჰქონდეს, მან სამ წლიანი კონტრაქტი ,,აი სი მენეჯმენი ელიტ მოდელ ლუქის’’ სააგენტოსთან გააფორმა. აღნიშნულ სააგენტოში 2017 წელს კონტრაქტის გასაფორმებლად 630 გოგონა იბრძოდა, აქედან 35 საუკეთესო შეირჩა, მათგან 5 მონაწილე მოდელს მიეცა შანსი, რომ 10 სექტემბერს მის საქართველოს შესარჩევ ქასთინგზე მიეღოთ მონაწილეობა. თათია ხუთი ლამაზმანიდან ერთ-ერთია, რომელიც შესარჩევ ნაციონალურ ქასთინგზე, 20 საუკეთესო დამწყებ მოდელს შორის მოხვდა. ისინი 7 ოქტომბერს ბათუმში მის საქართველოს გვირგვინისთვის იბრძოლებენ. თათია ღურჭუმელაძე, მის საქართველოს ფინალის მონაწილე: ქასთინგზე იმდენად დიდი კონკურენცია იყო, რომ არც კი მქონდა იმედი. წარმოიდგინეთ 100 ლამაზი გოგონა, მკაცრი და კომპეტენტური ჟიური, ფიზიკური მონაცემების გარდა საჭიროა ინტელექტი და ამყველაფერს უნდა გაართვა თავი. საბედნიეროდ წარმატებით გავიარე პირველი და მეორე ეტაპი, მოვხვდი ოცეულში. ამ ეტაპ...

სეტყვამ თელავის 4 სოფელი დააზარალა.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის ოთხი სოფელი დააზარა, მათ შორის ვარდისუბანი, ნაფარეული და ართანა. რა სახის ზარალზეა საუბარი. ჯერჯერობით უცნობია და მონაცემები ხვალ დილით გახდება ცნობილი. imedinews-ის ინფორმაციით, ამ წუთებში კომპანია ,,დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების მართვის გუნდი რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლების დაშლას ცდილობს, რისთვისაც სისტემამ ათობით რაკეტა უკვე გაისროლა. imedinews.ge

მედია-კავშირი "ობიექტივის" სიუჟეტი ტანძიაზე.

მედია-კავშირი "ობიექტივის" ჟურნალისტი ტანძიის მოსახლეობას გაესაუბრა და ინტერვიუც ჩამოართვა. ტანძიის მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და პირველ რიგში გაზიფიცირებას მოითხოვს. აღნიშნული საკითხის გარდა, გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემა, მაღალ მთიანი სტატუსის სოფლისათვის მინიჭებაა.  იხილეთ რეპორტაჟი იუთუბზე

ტანძიაში გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს.

2017 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სოფლებში არსებული გარე განათების ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებიც შევიდა. სოფელ ტანძიის მოსახლეობის მოთხოვნა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დააკმაყოფილა. ამჟამად სოფელ ტანძიაში ე.წ. ზემო ტანძიამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს , რომელიც ენერგოეფექტური ლედ ნათებებით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, 800 მეტრი გზის მონაკვ ეთზე 24 ლამპიონი დამონტაჟდება, რაც ადგილობრივებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს. ბოლო 2 წელიწადში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და ახალი ქსელის მოწყობა განხორციელდა შემდეგ სოფლებში:რაჭისუბანი, დისველი, რატევანი, ნახიდური, ჭრეში, წიფორი, ქვემო ბოლნისი, კიანეთი, ბალიჭი.  აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომპანია ,,არემჯი" ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.

 აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის რეზიდენციაში ექვსმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბოლნისის, მანგლისისა და წალკის ეპარქიების მღვდელმთავრებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა და კომპანია ,, არემჯის" გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს. ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მაქსიმალური ეფექტურობით მიღწევისა და იმის გათვალისწინებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი არის კომპანია ,,არემჯის" სოციალური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: კომპანია ,,არემჯი" გამოხატავს ნებას მოახდინოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე „ფიტარეთის“ მონასტერთან მისასვლელი გზის „ხულუტის ციხის“ მიმდებარე მონაკვეთის (სიგრძე დაახლოებით 700 მ.) რეაბილიტაცია, რაც მოიცავს გზის აღნიშნული მონაკვეთიდან გრუ...

ყველაზე ძვირადღირებული iPhone X-ის ფასი 69...

ამერიკული კომპანია Brikk-ი აცხადებს, რომ iPhone X-ის ახალი მოდელების დიზაინზე შეკვეთები უკვე მიიღო. ბრენდი ახალი სმარტფონის ხუთ კოლექციას გამოუშვებს. ინფორმაციას Luxurylaunches-ი   ავრცელებს . Lux iPhone X Mono მომხმარებელს სთავაზობს მოდელს, რომლის კორპუსის უკანა ნაწილი შუშის იქნება, გრავიურებით მოხატული. ტელეფონის გვერდები ყვითელი ან ვარდისფერი ოქროსგან დამზადდება, შესაძლოა გამოიყენონ პლატინაც. ასეთი გაჯეტის ფასი 7,4 ათასი დოლარიდან დაიწყება. დანარჩენ ოთხ კოლექციში - Deluxe, Omni და Ingot - ძვირფას ლითონებს და ქვებს გამოიყენებენ. ამ ხაზში ყველაზე ძვირფასია  256-გიგაბაიტიანი iPhone X 5,8 დუიმიანი, OLED-ეკრანით. მასში გამოყენებულია 250 გრამი ოქრო. მისი ფასი 69,9 ათასი დოლარია. iPhone X-ის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს  გამართა .

რუმინეთში ქარიშხლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა

რ უმინეთში ქარიშხლის შედეგად 8 ადამიანი  გარდაიცვალა . ამ მდროისთვის ცნობილია, რომ დაშავდა 64 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. ორივეს მდგომარეობა კრიტიკულია. დროდადრო ქარის სიჩქარი საათში 90 მილს აღწევს. ქვეყნის დასავლეთ რაიონებში სტიქიამ დააზიანა ავტომობილები, მოგლიჯა ხეები და სარეკლამო ბანერები. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი წაქცეული ხის ქვეშ მოყვა. კიდევ ერთს - სარეკლამო ბანერი დაეცა. imedinews.ge