Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის და საქართველოს მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ აანთეს.  თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის სლოგანი  „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება. რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი მიმდინარეობდა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ადგილზე შეკრებილ ხალხს პრემიერმინისტრმა და მერმა მიმართეს.                 წყარო -  imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

#დღის კადრი

გასართობი პარკი "ტივოლი" კოპენჰაგენში მორთულია საახალწლოდ.  აქ მიმდინარეობს ქალაქში უდიდესი საშობაო გაყიდვები. ფოტო: Manuel Romano / NurPhoto / Getty Images გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

"გეტვიკის" აეროპორტში ფრენები განახლდა. ნახეთ, თუ რას ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი.

ბოლო გაფრთხილების დროს, თვითმფრინავი აგრძელებდა ფრენას რაიონების თავზე და დაახლოებით 17:10-ზე, გრინვიჩის დროით, მიიღო აეროპორტმა რეისი. გაფრთხილების შემდეგ, ფრენა განახლდა 90 წუთის შემდეგ. აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისის შეყოვნება მხოლოდ სიფრთხილის დაცვამ გამოიწვია.                                           მან ასევე განაცხადა, რომ მიღებულ იქნა სამხედრო უსაფრთხოების ზომები, რამაც განაპირობა აეროპორტის გახსნა. "გეტვიკმა" პარასკევს დილით განაახლა მუშაობა იგი 1 დღეზე მეტ ხანს იყო პარალიზებული. აეროპორტი ოთხშაბათს დაიხურა, საღამოს ათის ნახევარზე, როდესაც მის თავზე უპილოტო საფრენი დრონები შეინიშნა "აეროპორტის აღნიშნულ ვითარებაში ყოფნის დროს, ყველა მოსალოდნელი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ხოლო უკვე შემოსული რეისები არ გაუქმებულა." - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა. სტატია მომზადებულია " ბი-ბი-სის " მიხედვით. ფოტო - BBC გამოგვიწერ...

Google 2015 წლიდან გვთავაზობს დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტურ ფოტოსურათებს.

კომპანია " გუგლის " პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა. სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Google Maps ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია. ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული. წყარო - " ვიკიპედია " ; ფოტო - "ტსჯ" გ...

გიორგი გახარია: დღეს პარლამენტი ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა.

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...

"გეტვიკის" აეროპორტში საგანგებო ვითარებაა.

"გეტვიკის" აეროპორტის თავზე შენიშნული საფრენი დრონების გამო, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ოთხშაბათს ღამით დაიხურა. - წერს BBC . სპიკერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში არ არის აეროპორტის გახსნა მოსალოდნელი და მგზავრებს ურჩია არ მოსულიყვნენ "გეტვიკის" აეროპორტში, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება. განცხადებას ავრცელებს Easyjet - ის წარმომადგენელიც და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ  ძალას არ ვიშურებთ, რათა ყველა მგზავრი იყოს მიყვანილი დანიშნულების ადგილამდე, წლის ამ მნიშვნელოვან დროს, თუმცა მფრინავი ობიექტების შენიშვნის გამო ისევ დახურული რჩება "გეტვიკის" აეროპორტი, შესაბამისად, უკლებლივ, ყველა რეისი შეჩერებულია. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული შეფერხება პარასკევამდე გასტანს და მგზავრებს მათი რეისის სტატუსის შემოწმებისკენ მოუწოდებს. განცხადებას ავრცელებს ქართული ავიაკომპანია " Airzena "-ც. Georgian Airways-ი აცხადებს, რომ რეისების აღდგენის მომლოდონე 110 000 მგზავრიდან 89 "აირზენას" მ...

"თეთრიწყაროში ნაძვის ხის სული დადგეს" - ფოტო, რომელიც სოც.ქსელში გავრცელდა.

თეთრიწყარო "ფეისბუქის" მომხმარებელი ფარნაოზ ჭკადუა  სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ქვემო ქართლში, ერთ-ერთ რაინში დადგმული ნაძვის ხეა ასახული. ფოტო, სათაურით - "თეთრიწყაროში ნაძვის ხის სული დადგეს" სოც.ქსელის მომხმარებლებმა  მალევე აიტაცეს და წინასაახალწლო თემადაც იქცა.  ფოტოს  აგრეთვე, ამავე სოც.ქსელის მომხმარებელი ქეთი საბახტარაშვილი  აკეთებს კომენტარს, რომ ქუთაისშიც მსგავსი ნაძვის ხე დაიდგა. მომხმარებლები მას (ქეთის) მოთმინებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მოგვიანებით ისევ აღნიშნა, რომ არ შეცვლილა ნაძვის ხის დიზაინი.  ქუთაისი ფოტოები: ქეთი საბახტარაშვილი და ფარნაოზ ჭკადუა. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

მძიმე დღეების შემდეგ სტრასბურგის საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა.

  ფოტო - BBC მას შემდეგ, რაც შერიფმა ჩეკატმა, ოფიცრების მიმართულებით გახსნა ცეცხლი, იგი პოლიციელებმა, ხუთშაბათს, ქალაქის ქუჩაში მოკლეს. სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ზუსტად ორი დღის შემდეგ საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდა, სტრასბურგის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფერ კასტანერიც, იგი ადგილობრივებს ესაუბრა. სტრასბურგის მერმა, როლანდ რაისმა კი განაცხადა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული: "ჩვენ გავაძლიერეთ  გამშვებ პუნქტებთან უსაფრთხოების ნორმები. პირადად ვამოწმებთ თითოეულ ადამიანსა და მათ ბარგს. შევამცირეთ გამშვები წერტილები. პოლიცია კი უკეთესად გადავანაწილეთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები." - განუცხადა მან ფრანგულ რადიოს. სტრასბურგი ცნობილია, როგორც "შობის დედაქალაქი", ხოლო მისი სადღესასწაულო ბაზარი კი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. სტრასბურგს ამ სეზონზე ორი მილიონი ტურისტი სტუმრობს ყოველ წელს. მოგეხსენებათ, თავდასხმის შემდეგ ქალაქი ბლოკირებული იყო იმ დროს როდესაც 700...

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს. ამის შესახებ  Sbs-ი წერს .  პიანისტის მტკიცებით, მძიმე შრომით დასნეულებული ცხოველები მისი მუსიკით მშვიდდებიან და რეაბილიტაციას გადიან. ლონდონის სამეფო აკადემიის კურსდამთავრებული პიანისტი ტაილანდში უკვე 20 წელია, ცხოვრობს.     წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სესხების განულების ვებ-გვერდი Vali.ge 18:00 საათზე ჩაირთო...

სესხების განულებასთან დაკავშირებით შექმნილი ვებგვერდი vali.ge , რომელიც 18:00 საათზე უნდა ჩართულიყო, ტექნიკური შეფერხების გამო ჯერ არ მუშაობს. როგორც "ფონდ ქართუში" ამბობენ, ვებგვერდზე შესვლას ბევრი ადამიანი ცდილობს, რის გამოც სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ფონდში ამბობენ, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება. "ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებ-გვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია. აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და რა თქმა უნდა არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე. აქვე დაინტერესებულ ...

გერმანელ დომინიკ ლოიენს პარაშუტი არ გაეხსნა და 100 მეტრის სიმაღლიდან გადახტომისას დაიღუპა. - შემზარავი კადრები.

ცნობილი გერმანელი ბეისჯამპერი, დომინიკ ლოიენი პოტუგალიაში, 100 მეტრის სიმაღლიდან გადახტომისას დაიღუპა. ამის შესახებ  Independent-ი  წერს.  ცნობილია, რომ სპორტსმენის პარაშუტი არ გაიხსნა.  ბეისჯამპინგი სპორტის ექსტრემალური სახეობაა და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სპორტად მიიჩნევა.   წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

15.11.2018 - ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია. - ფოტოკოლაჟი

თბილისში, ზემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების ხმა დილით გაიგეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქებისას კორპუსის მე-2, მე-3 და მე-4 სართულები ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი: პაპა, შვილი და შვილიშვილი საავადმყოფოში სხვადასხვა სირთულის ტრავმებითა და დამწვრობებით მოხვდა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. მალევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია სპეციალური ტექნიკის გამოყენებით 7 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებს საშიშ პირობებში უწევდათ ოპერაციის წარმოება. რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ, მათ დედა-შვილის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს. ისინი მაშველებმა დაღუპულები ნახეს. დედა 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი იყო, შვილი კი 1 წლისა 2 თვის. ფონიჭალის ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალ...

გორში, მამაკაცის გამო, ქალებმა ერთმანეთი სასტიკად სცემეს.

 სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს - სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ დღეს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა). პროკურატურის მტკიცებით: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა." ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცის მეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა. სასამართ...

ტყის ხანძარი კალიფორნიაში. დაღუპულია 5 ადამიანი. (ვიდეო)

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარს, ბოლო მონაცემებით სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 150 000-ზე მეტი კი ევაკუირებულია.  ამის შესახებ BBC წერს .   ხანძარმა, რომელიც 8 ჰეტქარი მოიცვა, ქალაქი ფარადაისი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა. სიტუაციას კიდევ უფრო ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი ართულებს.   უსაფრთხოების მიზნით ქალაქ მალიბუში მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია გამოცხადდა. სტიქიასთან საბრძოლველად 3300 მეხანძრა მობილიზებული. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ნინი შერმადინი "მის პლანეტა 2018" გახდა და კრიტიკოსებს მიმართავს.

ნინი შერმადინი „მისი პლანეტა 2018“ გახდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ჟიურის წევრების გული ნინიმ გარეგნობასთან ერთად ვოკალური მონაცემებითაც მოირგო, როცა ტინა ტერნერის ცნობილი სიმღერა შეასრულა. ნინიმ ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც გამარჯვების შესახებ წერს და ასევე მიმართავს მათ, ვინც ნეგატიურად შეაფასეს მისი სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. ნინი წერს: „მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს „მისის პლანეტა 2018“-ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თვითდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორე მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკა მ...

გორის „დილას“ და „საბურთალოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო.

გორის „დილასა“ და „საბურთალოს“ შორის საფეხბურთო მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს გორში მოკლული გოგონას ხსოვნას. 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა , რამდენიმე საათში კი ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს. გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. წყარო - Imedinews.ge და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდისთვის ორ მეცნიერს ნობელის პრემია გადასცეს. რა მეთოდია ეს?

2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონზუს გადასცეს . მათ ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპია შეიმუშავეს. მეცნიერები დააჯილდოვეს ისეთი პრეპარატების გამოგონებისთვის, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედებს წინააღმდეგობა გაუწიოს იმუნურ სისტემას. რისთვის გაიცა პრემია? წელს ნობელის პრემია გაიცა საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების გამოგონებისთვის. ეს არის პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს სწრაფად ანადგურებინებს სიმსივნეს. ქიმიოთერაპია და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია ან პირდაპირ კლავს სიმსივნურ უჯრედებს, ან მათ მათსავე პროცესებში ჩარევით კლავს. იმუნურ თერაპიას არ გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი ეფექტი - ის ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ თერაპიის შესახებ წერენ, რომ ის „იმუნიტეტს მუხრუჭს აცლის“. იმუნური უჯრედი ცდილობს სიმსივნური უჯრედის გადაყლაპვას ან უბრალოდ მოკვლას, ის კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება: განსაკუთრებული მოლეკულების საშუალებით უკავშირდება იმუნურ სისტემას ...

ქობულეთში 17 წლის გოგო სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არასრულწლოვანი ქმრის საცხოვრებელ სახლში ახლობლებმა ჩამომხრჩავალი იპოვეს. ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექპერტიზა. გარდაცვლილი მშობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, იმერეთში, გადაასვენეს. წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

28 სექტემბერს ვაკის პარკში ცხოველებს უფასოდ აცრიან.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასოდ აცრიან. უწყების ცნობით. ამ დღის მიზანია ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება ცხოველებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. მიმდინარე წელს 270 000 ცხოველის უფასო ვაქცინაციაა დაგეგმილი. სექტემბრის მონაცემებით, უკვე აცრილია 230 000 ძაღლი და კატა. წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს.

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი , რო­მელ­მაც დიდ დი­ღომ­ში, კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ტა­ტიშ­ვილს მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლი დარ­ჩა. ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც მან სა­ცუ­რაო აუზი იყი­და და კორ­პუ­სებს შო­რის ეზო­ში და­ა­მონ­ტა­ჟა, რათა ბავ­შვებ­მა ცხელ დღე­ებ­ში გაგ­რი­ლე­ბა შეძ­ლე­ბო­დათ. "4 შვი­ლი მყავს. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მინ­დო­და იმ მო­მენ­ტის ნახ­ვა, როცა უბ­ნის ბავ­შვე­ბი პირ­ვე­ლად შე­ამ­ჩნევ­დნენ აუზს ეზო­ში. სპე­ცი­ა­ლუ­რად შუა ღა­მეს ავა­წყვეთ, რომ არ ენა­ხათ. დი­ლით კი და­ვე­ლო­დე მათ რე­აქ­ცი­ას და ზუს­ტად ისე­თი იყო რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა. ბედ­ნი­ე­რე­ბის და სი­ხა­რუ­ლის ნა­პერ­წკლე­ბი ცვი­ო­დათ თვა­ლე­ბი­დან. მი­ზა­ნიც ეს იყო" - ამ­ბობ­და ტა­ტიშ­ვი­ლი mshoblebi.ge -სთან ინ...

თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზა დაიტბორა

საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზის გურიის მონაკვეთზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესასთან. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. ამ ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლეისწყალმა გზის ნაწილი დატბორა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ მიმართულებით არ ატარებენ მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებსაც წყალში ჩარჩენის საფრთხე ემუქრებათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დღეს 11 სექტემბერია, მსოფლიო ტრაგედიიდან 17 წელი გავიდა. (ვიდეო)

11 სექტემბრის თავდასხმა (ინგლ. „September 11 attacks“, შემოკლებით „9/11“, nine-eleven — ცხრა-თერთმეტი) — ალ-კაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ -ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს . ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ( პენსილვანია ), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.       წყარო - ვიკიპედია გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

11 სექტემბერი - ბორტგამცილებლის მონათხრობი.

11 სექტემბრის დილას 5 საათის გამოფრენილები ვიყავით ფრანკფურტიდან და ჩრდილო ატლანტიკის თავზე მივფრინავდით, რომ მოულოდნელად ფარდა გაიხსნა და მიბრძანეს სასწრაფოდ კაპიტანთან გამოვცხადებულიყავი. ეკიპაჟის წევრები სერიოზული სახეებით დამხვდნენ. კაპიტანმა ამობეჭდილი გზავნილი მომაწოდა. მოკლე გზავნილი ატლანტიდან, Delta-ს მთავარი ოფისიდან იყო: „კომერციული ფრენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტალური ნაწილის ყველა საჰაერო ხაზი ჩაკეტილია. დაუყოვნებლივ დაეშვით უახლოეს აეროპორტში. შეგვატყობინეთ თქვენი მიმართულების შესახებ”.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძაღლი გიკბენთ, ან დაგკაწრავთ. რეკომენდაცია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია რეკომენდაციას ავრცელებს, როგორ უნდა მოიქცეს, ადამიანი, თუ ძაღლი უკბენს, დაკაწრავს, ან დადორბლავს. ლომჯარიას რეკომენდაციით, ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუ ცხოველი იყო აცრილი. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საბერძნეთის ხანძარი კოსმოსიდანაც ჩანს.

საბერძნეთის ტყის ხანძარმა იმ მასშტაბს მიაღწია, რომ ის კოსმოიდანაც კი ჩანს. ამის ამსახველი ფოტო თანამგზავრ Sentinel 2-მა გადაიღო. ხანძრის ძირითადი კერაა საკურორტო ქალაქ კინეტაში, ასევე რთული მდგომარეობა ქალაქ რაფინაში, პიკერმში, მატიში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მინდელის შახტში ერთ-ერთ დაღუპულს მხოლოდ მოხუცი ბებია და ბაბუა დარჩა.

ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულ ერთ-ერთ მუშას, ლაჩა ფორჩხიძეს სახლში მხოლოდ 90 წლის ბებია და ბაბუა დარჩა. მას მშობლები დაღუპული ჰყავს. ამის შესახებ Kutaisi Post-ი წერს. "ბიჭია დაღუპული, რომელსაც არც დედა ყავს, არც მამა ყავს, 90 წლის ბებია-ბაბუა ყავს სახლში" - ამბობს ტყიბულში მცხოვრები ქალბატონი, რომელსაც მინდელის შახტში 5 აპრილის აფეთქების დროს ძმა დაეღუპა. 30 წლის ლაშა ფორჩხიძე მინდელის სახელობის შახტში 10 წელი მუშაობდა. ადრე ის გამაგრებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. თუმცა, ბოლო ერთი თვეა ხელფასის მომატების გამო, მოპოვებით სამუშაოებზე გადავიდა. დაშავებული მუშებიდან ყველაზე ახალგაზრდა, ნოდარ ჯიშიშვილია. ის 22 წლისაა.ჯიშიშვილი 3 მუშასთან ერთად (30 წლის გიორგი აბულაძე, 36 წლის მიხეილ არაბიძე, 53 წლის დავით ბოჭორიშვილი) თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს . მეხუთე დაშავებული, 35 წლს სოფრომაძე მამუკა კი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. როგორც ტყიბულის საავადმყოფოში ამბობენ, მეექვსე დაშავებულს, 37 წლის გივი მიქიაშვილს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის მისი გასი...

მტკვარში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ - ვიდეო

გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi  Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

"საჭესთან თეონას მამა იჯდა და არა მიმი" - ვინ იყო 24 წლის ბიჭი, ვინც ჩვილ შვილებთან ერთად აჭარაში ავარიას ემსხვერპლა?

ბა­თუ­მი-ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ­მა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ , რა დრო­საც მამა და 6 თვის ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, მთე­ლი ქვე­ყა­ნა შოკ­ში ჩა­აგ­დო. უკი­დი­რე­სად სა­ვა­ლა­ლოა ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფე­ბის სტა­ტის­ტი­კა, ასე­ვე ავა­რი­ე­ბის შე­და­გად გარ­დაც­ვლილ ბავ­შვთა რი­ცხვი. ტრა­გე­დია ჩაქ­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ ოჯა­ხის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა: - უდი­დე­სი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩვენ თავს. ვი­საც ეს ოჯა­ხი არ უნა­ხავს, ვერ წარ­მო­იდ­გენს, რო­გორ უყ­ვარ­დათ, რო­გორ ეფე­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს, რა სა­სო­ე­ბით ელოდ­ნენ ამ ბავ­შვებს, რა დიდ­ხანს არ­ჩევ­დნენ მათ სა­ხე­ლებს - სე­სი­ლი­სა და ნი­ნის... ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა. - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გე­დია სატ­ვირ­თ...

ავტოავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე. (ვიდეო)

თვითმხილველების თქმით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც ორი ტყუპი ჩვილის და ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.  როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ავტოავარიაში მოყოლილი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულებს პირველადი დახმარება თვითმხილველებმა გაუწიეს.

ფილმი "შეუსრულებელი მისია 3"

        დღევანდელი ფილმის აღწერა: ექვს წლიანი დასვენების შემდეგ სპეცაგენტი იტან ხანტი კვლავ საქმეშია. ის დიდი სიამოვნებით მთლიან დროს დაუთმობდა თავის საცოლეს ჯულიას, მაგრამ მან ახალ საიდუმლო და რა თქმა უნდა სახიფათო ოპერაციაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ბრიტანელი ბოროტმოქმედი-სუპოსტატი უახლოეს სამხედრო ტექნოლოგიებს ახლოაღმოსავლეთურ ქვეყნებში ყიდის, რამაც თეთრ სახლში შეშფოთება გამოიწვია. თან მან მოახერხა ერთერთი საუკეთესო აგენტის და ხანტის საყვარელი მოსწავლე მძევლად აეყვანა. ითანი დაუფიქრებლად აწერს ხელს სამაშველო ოპერაციას, შეუპოვარი დევიანის დასაჭერად.               გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ექსკლუზივი: როგორ აღწერს ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი შვილის მკვლელობას მწყემსი მალხაზ კობაური ჩვენებაში

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაურის ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა. ბრალდებული ჩვენებაში წერს თუ როგორ მოკლა რაიან და ლორა სმითები და მათი 4 წლის შვილი. „მოგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვიდან ვიმყოფები დუშეთის რაიონის ხეობა „ხადა“-ში მდებარე სოფელი ნკერეს სეზონურ საძოვრებზე, სადაც ჩემთან ერთად ორი მწყემსი სახელად ….. ……… და ……. …….. ვუვლით ჩვენზე მობარებულ დაახლოებით 1500 სულ ცხვარს. ჩემი და ჩემთან მყოფი მწყემსების მოვალეობაში შედის მობარებული ცხვრის ფარის მოვლა-პატრონობა დღის და ღამის განმავლობაში. დღის განმავლობაში ძირითადად ვიმყოფები მთაში საძოვრებზე. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფარას ვუტოვებ ჩემს მიერ ხსენებულ მწყემსებს და ჩამოვდივარ სოფელ ნკერეში სადაც მე ვხვდები გამოგზავნილ პურებს ჩამოვდიბარე სოფელთან ახლოს მდებარე ბინაზე, ე.წ. სადგომზე, სადაც ვახორციელებ მობილური ტელეფონების დამუხტვას და ვბრუნდები შემდეგ უკან. 2018 წლის 04 ივლისს, გამთენიისას ჩემ მიერ ხსენებულმა მწყემსებმა ცხვარი გარეკეს საძოვრებზე, ხ...