მობილურების მსოფლიო კონგრესამდე (MWC) რამდენიმე თვით ადრე ინტერნეტში Samsung Galaxy S10-ს ფოტო გავრცელდა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს . როგორც ბლოგერი ევან ბლასი Twitter-ზე წერს , გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მოდელის სახელი „Beyond 1“ იქნება. Samsung-ი წარადგენს „Beyond 2“-საც, რომელიც სავარაუდოდ S10 Plus-ი იქნება. არ არის გამორიცხული მალე დახლებზე გამოჩნდეს „Beyond 0“-ც, რომელიც დიდი ალბათობით ფლაგმანის დაბალბიუჯეტიანი ვერსია იქნება. მობილურების მსოფლიო კონგრესი (MWC) ლოს-ანჯელესში 22-24 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Galaxy S10 სავარაუდოდ iPhone X-ის ერთ-ერთ ფუნქციას მოიპარავდა . ერთ-ერთი ახალი პროდუქტი, რომელიც Samsung-მა ნოემბერში წარადგინა, დასაკეცი სმარტფონი იყო. Samsung Galaxy S10 "Beyond 1," in the wild. pic.twitter.com/EMquh59Kln — Evan Blass (@evleaks) 3 января 2019 г. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi