Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული. ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიო "ჯაკოში" დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: "იმედი", "მაესტრო", "იბერია", "მე-9 არხი", ბოლოს კი ტელეკომპანია "TV პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. წყარო - Imedinews.ge ფოტო - Facebook გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

როგორ შევცვალოთ იმეილის მისამართი? / How To Change email address?

ნაბიჯი 1 1. თქვენს კომპიუტერში , შედით Google Account -ში. 2. მარცხნივ, ნავიგაციის პანელზე დააკლიკეთ Personal Info -ს. 3. საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში დააჭირეთ Email -ს 4. აირჩიეთ Google Account Email.  •  თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ პარამეტრის გახსნა, ესეიგი თქვენ ვერ შეძლებთ Email Adress-ის შეცვლას. • თუ თქვენი ანგარიში მთავრდება @gmail.com-ით, თქვენ ვერ შეძლებთ მის შეცვლას. • თუ თქვენ იყენებთ Email-ს: სკოლაში, სამსახურში ან სხვა დაწესებულებაში, დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ადმინისტრატორს. ნაბიჯი 2 1. დააჭირეთ Edit-ს 2. ჩაწერეთ ახალი მისამართი. აირჩიეთ ისეთი მისამართი, რომელიც არ არის დაკავებული.   •  თუ რაიმე პრობლემა გექმნებათ მიიღეთ დახმარება. 3. მიჰყევით ინსტრუქციას. ❌ ჩემ მიერ შემოთავაზებული ინსტრუქცია ვრცელდება მხოლოდ კომპიუტერზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მომმართეთ "ონლაინ ოპერატორის" ფანჯრის მეშვეობით. მომზადებულია Google Accaunt Help -ის მიხედვით. ფოტო - Google.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე | Follow Us on FaceBoo...

აფეთქება დიდ დიღომში, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულებიც. (ვიდეო)

16 იანვარს, დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა, შემთხვევას ემსხვერპლა ერთი ოჯახის 3 წევრი: ნათია ციცვიძე, მისი 3 წლის შვილი ნიკოლოზი, ნათია ციცვიძის და, ნინო და მეზობელი ბინის მკვიდრი, ლევან დვალაძე.  ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენჯერმე დახმარებით მიმართეს კომპანია "ყაზტრანსგაზს", რადგან მთელი დღის განმავლობაში, კორპუსში იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, თუმცა წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ისინი პრობლემას ვერ ხედავდნენ.  შეგახსენებთ, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ||   იხილეთ "ყაზტრანსგაზის" განცხადება მომხდარის შესახებ    || მომზადებულია "imedinews.ge"- ს მიხედვით. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დაე, იცნობდეთ ამ ადამიანებს!

სოციალური ქსელის მომხმარებლები, დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან. ფეისბუქ გვერდი " დიდი დიღომი - Didi dighomi " უკვე უამრავ საქველმოქმედო პოსტს იტევს. მოქალაქეები, დაშავებულებსა და დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ სრულიად უსასყიდლოდ.  მეც ვემხრობი სოც. ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს და დაე, იცნობდეთ ამ ადამიანებს ! იხილეთ, თამარა პარასკებაშვილის პოსტი უცვლელად.                            შეგახსენებთ, 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის გოგონაა. დატრიალებული ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ფოტო - თამარა პარასკებაშვილი გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს. ყაზტრანსგაზის თანამშრომლები ამჟამად დიდი დიღმის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ბოლო მონაცემებით, დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია. წყარო - imedinews.ge  გამოგვი...

იმედის კლინიკაში მყოფი 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა, რომელიც კლინიკა „იმედში“ იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის გარდაიცვალა. ბავშვი კლინიკაში გაჩერებული გულით მიიყვანეს. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი დაღუპვის შესახებ ცნობა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მისი ტყუპისცალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად 6 ბავშვი იმყოფება. წყარო - imedinews.ge ფოტო - Google.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დიდ დიღომში 3 ადამიანია გარდაცვლილი.

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა. მისი თქმით, აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა. მისი განცხადებით, ყველა მობინადრე ამ დროისთვის ევაკუირებულია. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვა ტელეკომპანია „მაესტროს“ დაუდასტურეს. მათგან ერთი მცირეწლვანია, მეორე კი მოზრდილი. დიღომში აფეთქება წინასწარი მონაცემებით გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ამ დროისთვის კორპუსის ყველა მობინადრე ევაკუირებულია. დაშავებულები საავადმყოფოებშია მოთავსებული. მათი რადენობა ზუსტდება. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, მედიკოსები და მეხანძრეები. წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მინესოტას მაცხოვრებლებს "იეტი" (თოვლის კაცი) ესტუმრათ - ვიდეო

მინესოტას მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათთან სტუმრად ნამდვილი თოვლის კაცი მივიდა. ამის შესახებ პორტალი dni.24 წერს. მინესოტას ჩრდილოეთ რაიონის მცხოვრებლებმა ინტერნეტში განათავსეს ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ სხედან ოჯახის წევრები დიდ სახლში. უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა შეამჩნია რაღაც მაღალი და ბეწვიანი. აღნიშნულ ვიდეოზე ნათლად არ ჩანს ის არსება, მაგრამ ვიდეოს ავტორი ირწმუნება, რომ ნამდვილად თოვლის კაცი დაინახა. იგი ამბობს, რომ მისი ძაღლი გაეკიდა ამ არსებას, მაგრამ მალევე დაბრუნდა. თვითმხილველები დარწმუნებული არიან, რომ: ეს არ იყო დათვი და ადამიანი ქურქში. მათ ნახეს ნამდვილი ბეწვიანი "იეტი".  თუ რატომ ეწვია ვახშამზე ოჯახს თოვლის კაცო, მაინც და მაინც იმ საღამოს, ჰყავს თუ არა კიდევ თვითმხილველი ამ ფაქტს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს შეიძლება, უბრალოდ ხუმრობა ყოფილიყო. ადრე ამ ფაქტთან დაკავშირებით წერდა Nation News -იც. სტატია მომზადებულია NATION NEWS -ის მიხედვით. ფოტო - Nation News გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე -...

რა ხდება დღეს სერიალ "დაკარგულების" გადასაღებ მოედანზე - ფოტოები

სერიალი "დაკარგულები" მთელი 6 სეზონის განმავლობაში მაყურებელს იმორჩილებდა. ამ ხნის განმავლობაში სერიალმა უამრავი პრემია და სატელევიზიო ჯილდო მოიპოვა. ამ ფანტასტიურ საგას ოაჰუზე, ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე იღებდნენ. სერიალის მთავარი არსი კუნძულზე თვითმფრინავის ჩამოვარდნა არის, რომელიც ინსცენირებული იყო მოქულას სანაპიროზე. რეჟისორები ცდილობდნენ, მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო მათი კადრები, ამიტომ ეკონომია არ გაუკეთებიათ დეტალებზეც კი და მეტიც, პლიაჟზე მიმოფანტეს ნამდვილი "ბოინგ-777"-ი.   ამ პლიაჟზე, თვითმფრინავთან "სელფის" გადაღება დღესაც შეგიძლიათ.  თქვენ უბრალოდ უნდა გაისეირნოთ სანაპიროზე, სადაც უშვებენ ნებისმიერ მსურველს. გადარჩენილების ბანაკი სხვა სანაპიროზე - პაპაოლოზე აშენდა. მთელი გადაღების მანძილზე, გადასაღებ მოედანს პოლიცია იცავდა, რათა გულშემატკივრებს არ დაეზიანებინათ, ან არ წაეღოთ დეკორაციები, რომლებსაც არ შლიდნენ თვეების მანძილზე. სხვათაშორის, გადამღები ჯგუფის წევრებმა და მსახიობებმა, გადაღებისას სახლებიც კი შეიძინეს კუნძულზ...

სიცილიაში ვულკანმა "ეტნამ" გაიღვიძა.

სიცილიაში, ვულკანმა "ეტნამ" გაიღვიძა. - აქტიური ვულკანებიდან ევროპაში ყველაზე დიდი. მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოცხადებულა. წყარო - Vokrugsveta.ru ფოტო - Caters News Agency / Legion-Media.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სერფერი სანტა - რაშია საქმე?!

მთელ ავსტრალიაში ყველაზე ცხელი თვე დეკემბერია, ხოლო ახალი წლის აღნიშვნას ტრადიციულად თან ახლავს პლიაჟზე გასეირნება. ასე რომ არ გაგიკვირდეთ ფოტოზე ნაჩვენები სერფერი სანტა.  წყარო - "Vokrugsveta.ru" ფოტო -  James D. Morgan / Getty Images გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

QUIZ

დასაწყებად დააჭირეთ ღილაკ "სრულად"-ს გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

შვედეთში ჩამორთმეულ მცირეწლოვან ბავშვს მშობლებს ისევ არ უბრუნებენ.

ჩვენმა მკითხველმა ამ ამბის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.  შვედეთში 9 თვის ბავშვი ქართველ მშობლებს დააშორეს და  რამდენიმე  თვიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვს ისევ არ უბრუნებენ. როგორც მშობლები აღნიშნავენ, ამ საკითხში ქართველების ხელიც ურევია. " მე ძალიან მაინტერესებს, საქართველოს სახელს, სახეს ან ინტერესებს, ევროპაში, რატომ წარადგენენ ისეთი ხალხი, და იმ პარტიების იდეური, მორალური და ფიზიკური მხარდამჭერები, რომლებიც არიან რეალურად ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულში საჯაროდ მხილებულნი? და ვგულისხმობ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას, ყველგან, ყველა საკვანძო თანამდებობაზე, საზღვარგარეთ, მუშაობენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრები!!!" იხილეთ პოსტი ვრცლად. " ბავშვი უკან უკან მიდის, ხელში ვეღარ აგვყავს და მაქსიმალურად გვიწელავენ დროს,რომ კიდევ დაიტანჯოს." აცხადებს ბავშვის დედა. ასევე, პოსტს აქვეყნებს კონსტანტინე კირვალიძეც, (მამა) იგი მეგობრებს, თავისი თავის შესახებ დახასიათებების გაგზავნას ელ.ფოსტაზე სთხოვს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად.        ...

ინტერნეტში Samsung Galaxy S10-ის ფოტო გავრცელდა.

მობილურების მსოფლიო კონგრესამდე (MWC) რამდენიმე თვით ადრე ინტერნეტში Samsung Galaxy S10-ს ფოტო გავრცელდა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს . როგორც ბლოგერი ევან ბლასი Twitter-ზე წერს , გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მოდელის სახელი „Beyond 1“ იქნება. Samsung-ი წარადგენს „Beyond 2“-საც, რომელიც სავარაუდოდ S10 Plus-ი იქნება. არ არის გამორიცხული მალე დახლებზე გამოჩნდეს „Beyond 0“-ც, რომელიც დიდი ალბათობით ფლაგმანის დაბალბიუჯეტიანი ვერსია იქნება. მობილურების მსოფლიო კონგრესი (MWC) ლოს-ანჯელესში 22-24 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Galaxy S10 სავარაუდოდ iPhone X-ის ერთ-ერთ ფუნქციას მოიპარავდა . ერთ-ერთი ახალი პროდუქტი, რომელიც Samsung-მა ნოემბერში წარადგინა, დასაკეცი სმარტფონი იყო. Samsung Galaxy S10 "Beyond 1," in the wild. pic.twitter.com/EMquh59Kln — Evan Blass (@evleaks) 3 января 2019 г. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

რა მოხდება დღეს ზუსტად 1 საათში?

ახალი წლის პირველ დღეებში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი ერთერთი ყველაზე შთამბეჭედავი მეტეორული წვიმის მომსწრენი გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან. კვადრანტიდების მეტეორული წვიმა 3 იანვარს 23:00 საათზე დაიწყება და 4 იანვრის გამთენიამდე გასტანს. მეტეორთა ცვენა 28 დეკემბრიდან დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება, პიკს კი სწორედ 4 იანვარს მიაღწევს. ამ დროისთვის ნაკადის სიჩქარე იქნება 120 მეტეორი საათში. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ახალი მთვარე. შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება. წყარო - "ნიუპოსტი" ფოტო- "GOOGLE" გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

შვედეთში მცირეწლოვანი ბავშვი ქართველ მშობლებს ჩამოართვეს

ქართულ ოჯახს, რომელიც დიდი ხანია შვედეთში ცხოვრობს, მცირეწლოვანი შვილი ჩამოართვეს.  ინფორმაციას მშობლები - კონსტანტინე და ლილე ავრცელებენ. მათი თქმით, ერიკი (ბავშვი) დაუჯერებელი და აბსურდული მიზეზების გამო ჩამოართვეს.  ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ამ ამბით არავინ დაინტერესებულა და სხვადასხვა "ფეისბუქ" გვერდებით ამ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას ცდილობენ. ვითარებაში უკეთესად გასარკვევად გთავაზობთ, კონსტანტინე კირვალიძის (მამა) "ფეისბუქ" პოსტს უცვლელად.                                             დააკლიკეთ და გადადით კონსტანტინეს პირად გვერდზე იმედი მაქვს, ამ პოსტით, მცირედით მაინც დავეხმარები მათ. მშობლებს კი, გამძლეობასა და ბავშვის დაბრუნებას ვუსურვებ. ფოტოები - Konstantine Kirvalidze გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის და საქართველოს მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ აანთეს.  თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის სლოგანი  „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება. რესპუბლიკის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი მიმდინარეობდა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ ადგილზე შეკრებილ ხალხს პრემიერმინისტრმა და მერმა მიმართეს.                 წყარო -  imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

#დღის კადრი

გასართობი პარკი "ტივოლი" კოპენჰაგენში მორთულია საახალწლოდ.  აქ მიმდინარეობს ქალაქში უდიდესი საშობაო გაყიდვები. ფოტო: Manuel Romano / NurPhoto / Getty Images გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

"გეტვიკის" აეროპორტში ფრენები განახლდა. ნახეთ, თუ რას ამბობს აეროპორტის წარმომადგენელი.

ბოლო გაფრთხილების დროს, თვითმფრინავი აგრძელებდა ფრენას რაიონების თავზე და დაახლოებით 17:10-ზე, გრინვიჩის დროით, მიიღო აეროპორტმა რეისი. გაფრთხილების შემდეგ, ფრენა განახლდა 90 წუთის შემდეგ. აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისის შეყოვნება მხოლოდ სიფრთხილის დაცვამ გამოიწვია.                                           მან ასევე განაცხადა, რომ მიღებულ იქნა სამხედრო უსაფრთხოების ზომები, რამაც განაპირობა აეროპორტის გახსნა. "გეტვიკმა" პარასკევს დილით განაახლა მუშაობა იგი 1 დღეზე მეტ ხანს იყო პარალიზებული. აეროპორტი ოთხშაბათს დაიხურა, საღამოს ათის ნახევარზე, როდესაც მის თავზე უპილოტო საფრენი დრონები შეინიშნა "აეროპორტის აღნიშნულ ვითარებაში ყოფნის დროს, ყველა მოსალოდნელი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ხოლო უკვე შემოსული რეისები არ გაუქმებულა." - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა. სტატია მომზადებულია " ბი-ბი-სის " მიხედვით. ფოტო - BBC გამოგვიწერ...

Google 2015 წლიდან გვთავაზობს დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტურ ფოტოსურათებს.

კომპანია " გუგლის " პროექტი, რომლის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა. სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Google Maps ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია. ეს პროგრამა თავდაპირველად კომპანიამ Keyhole გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით გუგლმა იყიდა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. არსებობს ასევე ფასიანი ვერსიები Google Earth Pro და Google Earth Plus, რომლებშიც GPS ნავიგაციის მხარდაჭერა, პრეზენტაციის საშუალება და ბეჭდვის მაღალი ხარისხია ჩართული. წყარო - " ვიკიპედია " ; ფოტო - "ტსჯ" გ...

გიორგი გახარია: დღეს პარლამენტი ყველაზე ღირსეულად ზაზა სარალიძე იჯდა.

დღეს პარლამენტში ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დასკვითი სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გახარიამ დეპუტატები რიგი საკითხების პოლიტიზირებისთვის გააკრიტიკა და არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. ამასთან მინისტრმა ემოციუირი გამოსვლისთვის პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. „ ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდი...

"გეტვიკის" აეროპორტში საგანგებო ვითარებაა.

"გეტვიკის" აეროპორტის თავზე შენიშნული საფრენი დრონების გამო, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ოთხშაბათს ღამით დაიხურა. - წერს BBC . სპიკერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში არ არის აეროპორტის გახსნა მოსალოდნელი და მგზავრებს ურჩია არ მოსულიყვნენ "გეტვიკის" აეროპორტში, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება. განცხადებას ავრცელებს Easyjet - ის წარმომადგენელიც და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ  ძალას არ ვიშურებთ, რათა ყველა მგზავრი იყოს მიყვანილი დანიშნულების ადგილამდე, წლის ამ მნიშვნელოვან დროს, თუმცა მფრინავი ობიექტების შენიშვნის გამო ისევ დახურული რჩება "გეტვიკის" აეროპორტი, შესაბამისად, უკლებლივ, ყველა რეისი შეჩერებულია. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული შეფერხება პარასკევამდე გასტანს და მგზავრებს მათი რეისის სტატუსის შემოწმებისკენ მოუწოდებს. განცხადებას ავრცელებს ქართული ავიაკომპანია " Airzena "-ც. Georgian Airways-ი აცხადებს, რომ რეისების აღდგენის მომლოდონე 110 000 მგზავრიდან 89 "აირზენას" მ...

"თეთრიწყაროში ნაძვის ხის სული დადგეს" - ფოტო, რომელიც სოც.ქსელში გავრცელდა.

თეთრიწყარო "ფეისბუქის" მომხმარებელი ფარნაოზ ჭკადუა  სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ქვემო ქართლში, ერთ-ერთ რაინში დადგმული ნაძვის ხეა ასახული. ფოტო, სათაურით - "თეთრიწყაროში ნაძვის ხის სული დადგეს" სოც.ქსელის მომხმარებლებმა  მალევე აიტაცეს და წინასაახალწლო თემადაც იქცა.  ფოტოს  აგრეთვე, ამავე სოც.ქსელის მომხმარებელი ქეთი საბახტარაშვილი  აკეთებს კომენტარს, რომ ქუთაისშიც მსგავსი ნაძვის ხე დაიდგა. მომხმარებლები მას (ქეთის) მოთმინებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მოგვიანებით ისევ აღნიშნა, რომ არ შეცვლილა ნაძვის ხის დიზაინი.  ქუთაისი ფოტოები: ქეთი საბახტარაშვილი და ფარნაოზ ჭკადუა. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

მძიმე დღეების შემდეგ სტრასბურგის საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა.

  ფოტო - BBC მას შემდეგ, რაც შერიფმა ჩეკატმა, ოფიცრების მიმართულებით გახსნა ცეცხლი, იგი პოლიციელებმა, ხუთშაბათს, ქალაქის ქუჩაში მოკლეს. სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ზუსტად ორი დღის შემდეგ საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდა, სტრასბურგის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფერ კასტანერიც, იგი ადგილობრივებს ესაუბრა. სტრასბურგის მერმა, როლანდ რაისმა კი განაცხადა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული: "ჩვენ გავაძლიერეთ  გამშვებ პუნქტებთან უსაფრთხოების ნორმები. პირადად ვამოწმებთ თითოეულ ადამიანსა და მათ ბარგს. შევამცირეთ გამშვები წერტილები. პოლიცია კი უკეთესად გადავანაწილეთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები." - განუცხადა მან ფრანგულ რადიოს. სტრასბურგი ცნობილია, როგორც "შობის დედაქალაქი", ხოლო მისი სადღესასწაულო ბაზარი კი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. სტრასბურგს ამ სეზონზე ორი მილიონი ტურისტი სტუმრობს ყოველ წელს. მოგეხსენებათ, თავდასხმის შემდეგ ქალაქი ბლოკირებული იყო იმ დროს როდესაც 700...

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს. ამის შესახებ  Sbs-ი წერს .  პიანისტის მტკიცებით, მძიმე შრომით დასნეულებული ცხოველები მისი მუსიკით მშვიდდებიან და რეაბილიტაციას გადიან. ლონდონის სამეფო აკადემიის კურსდამთავრებული პიანისტი ტაილანდში უკვე 20 წელია, ცხოვრობს.     წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სესხების განულების ვებ-გვერდი Vali.ge 18:00 საათზე ჩაირთო...

სესხების განულებასთან დაკავშირებით შექმნილი ვებგვერდი vali.ge , რომელიც 18:00 საათზე უნდა ჩართულიყო, ტექნიკური შეფერხების გამო ჯერ არ მუშაობს. როგორც "ფონდ ქართუში" ამბობენ, ვებგვერდზე შესვლას ბევრი ადამიანი ცდილობს, რის გამოც სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ფონდში ამბობენ, რომ პრობლემა მალე გამოსწორდება. "ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებ-გვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია. აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და რა თქმა უნდა არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე. აქვე დაინტერესებულ ...

გერმანელ დომინიკ ლოიენს პარაშუტი არ გაეხსნა და 100 მეტრის სიმაღლიდან გადახტომისას დაიღუპა. - შემზარავი კადრები.

ცნობილი გერმანელი ბეისჯამპერი, დომინიკ ლოიენი პოტუგალიაში, 100 მეტრის სიმაღლიდან გადახტომისას დაიღუპა. ამის შესახებ  Independent-ი  წერს.  ცნობილია, რომ სპორტსმენის პარაშუტი არ გაიხსნა.  ბეისჯამპინგი სპორტის ექსტრემალური სახეობაა და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სპორტად მიიჩნევა.   წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi