„გეი ფილმის პრემიერას საქართველოში პროტესტი, დაკავებები და დაშავებულები მოჰყვა“, - ამ სათაურით სტატიას ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ამერიკული ტელეკომპანია აქვეყნებს . „რადიკალურად განწყობილმა ასობით მომიტინგემ თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში შეჭრა სცადა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის იყო ადგილობრივი აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მასსა და მის მეგობრებს სცემდნენ და ემუქრებოდნენ“, - წერს ჟურნალისტი ალექს კუპერი. როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომელმა ლელა აქიაშვილმა განაცხადა, ფილმის დასრულებამდე კინოთეატრთან 100-მდე დემონსტრანტი რჩებოდა, თუმცა კინოჩვენების შემდეგ ინციდენტები არ მომხდარა. „ჯერ კიდევ პრემიერამდე ცნობილი იყო, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სასულიერო პირები ფილმს საჯაროდ გააკრიტიკებდნენ. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიაში კი განაცხად...