ვინც სახლში ხართ, გამოდით, რადგან სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ, – ასეთი მიმართვა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე იყო, თუმცა კომპრომისს დათანხმდა. „აძლევთ ამ სახელმწიფოს ოლიგარქს? იმ თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია და შეთანხმება შეთანხმებაა.ჩვენი მოთხოვნაა მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, გაერთიანებულია, ყველა იდეოლოგიური განსხვავება გვერდზეა გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა, სამოქალქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო-ში“,- აღნიშნა ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიცია ერთად არის და ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ. „მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღ...