Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

მასშტაბური ხანძარი სვანეთში. ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება [ვიდეო, ფოტო]

სანამ სახელმწიფო დედაქალაქის მთავარ გამზირზე პოლიტიკური ხანძრის ქრობას უნდება, ქვეყანაში სხვადასხვა ლოკაციაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის. ჩვენ დავუკავშირდით ადგილობრივ მაცხოვრებელს, ბეშქენ ფილფანს და როგორც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ძლიერი დაკვამლიანება იგრძნობა ახლო მდებარე სოფლებში.                              "ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები, მათ ხანძრის ლიკვიდირებაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.  ისინი თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ,  თუმცა მიუვალი ადგილების არსებობის გამო სამაშველო ტექნიკა ფერხდება და ხანძრის ლიკვიდირებაც დროულად ვერ ხერხდება." - ბეშქენ ფილფანი. ადგილობრივები საჰარეო ტექნიკას ითხოვენ, რათა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდეს და არ მოხდეს მისი გავრცელება. ჩვენი ინფორმაციით დამწვარია 4...

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს [ვიდეო]

რაჭაში, სოფელ ხიდეშლებთან ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ადგილობრივების ინფორმაციით , ცეცხლი 10 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ვიდეომასალა მოგვაწოდა ირაკლი ხიდეშელმა.                     ©️ - 1TV.GE გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრა

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრა ©️ -IMEDI TV გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

30 წუთი პიკეტირების შესაწყვეტად (LIVE)

აქციის მონაწილეებს პოლიციამ პიკეტირების შეწყვეტისთვის 30 წუთი მისცა, თუმცა მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.  პოლიცია ითხოვს, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირის ბლოკირებული მონაკვეთები გაანთავისუფლონ.               ©️ - Maestro | Imedi გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

მკვლელობა ატენის ქუჩაზე, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი

თბილისში, ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. "იმედის" ჟურნალისტის ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა. დღეს საღამოს კი მეზობელმა სცადა ოჯახთან კომუნიკაცია, რადგან სახლიდან არავინ უპასუხა, მან სამაშველო სამსახური გამოიძახა. როგორც ადგილზე მეზობლები ამბობენ, ლევან აბაშიძე დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან, მას კონფლიქტი ჰქონდა დასთან და ვარაუდობენ, რომ დედის და დის მკვლელობაც სწორედ დასთან, თაკო აბაშიძესთან კონფლიქტს უკავშირდება. მათი მკვლელობის შემდეგ კი არსებული ინფორმაციით, ლევან აბაშიძემ თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას, გამოძიება მიმდინარეობს 109 და 236-ე მუხლებით.               ©️ - Photo - Shutterstock / info - IMEDI TV გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

აპოკალიფსი ვენეციაში (ვიდეო)

ვენეციის მაცხოვრებლები 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას განიცდიან. წყლის დონე 187 სანტიმეტრს აღწევს, ქალაქის 80% წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ქვეყანაში ამ მოვლენას აპოკალიფსი უწოდეს და საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადებიან . ©️ - VIDEO - RUPTLY. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

გრიგოლ ვაშაძე - 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში

ვინც სახლში ხართ, გამოდით, რადგან სახელმწიფოს გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ, – ასეთი მიმართვა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე იყო, თუმცა კომპრომისს დათანხმდა. „აძლევთ ამ სახელმწიფოს ოლიგარქს? იმ თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია და შეთანხმება შეთანხმებაა.ჩვენი მოთხოვნაა მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, გაერთიანებულია, ყველა იდეოლოგიური განსხვავება გვერდზეა გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა, სამოქალქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო-ში“,- აღნიშნა ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიცია ერთად არის და ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ. „მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღ...

„გადაგვაგდე? გადაგაგდებთ”- ამ სლოგანით აქციები თბილისის გარდა რამდენიმე ქალაქში იმართება

„გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ!”, -ამ სლოგანით თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ პროექტის ჩაგდებას ბათუმში, ევროპის მოედანზე ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. „აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ვერ შევეგუებით მოტყუებას. სწორედ პროპორციულ სისტემას უნდა დაესრულებინა ქუჩის აქციები და პროცესები გადასულიყო პარლამენტში. ივანიშვილი ხალხს დუელში იწვევს და ეს მიუღებულია“ , – განაცხადა აქციის მონაწილემ, გენრი დოლიძემ. აქცია იმართება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც. აქციის მონაწილეების თქმით, პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაწერილი სცენარით მოხდა. შეკრებილები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დანაპირებიც...

საქართველოზე უცხოური მედია წერს - NBC: პროტესტი, დაკავებები და დაშავებულები

„გეი ფილმის პრემიერას საქართველოში პროტესტი, დაკავებები და დაშავებულები მოჰყვა“, - ამ სათაურით სტატიას ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ამერიკული ტელეკომპანია აქვეყნებს . „რადიკალურად განწყობილმა ასობით მომიტინგემ თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში შეჭრა სცადა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის იყო ადგილობრივი აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მასსა და მის მეგობრებს სცემდნენ და ემუქრებოდნენ“, - წერს ჟურნალისტი ალექს კუპერი. როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომელმა ლელა აქიაშვილმა განაცხადა, ​ფილმის დასრულებამდე ​კინოთეატრთან 100-მდე დემონსტრანტი რჩებოდა, თუმცა კინოჩვენების შემდეგ ინციდენტები არ მომხდარა. „ჯერ კიდევ პრემიერამდე ცნობილი იყო, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები და სასულიერო პირები ფილმს საჯაროდ გააკრიტიკებდნენ. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიაში კი განაცხად...

7 წლიანი ისტორიის დასასრული და ახალი ეტაპი

როდესაც რაღაც იწყება მას დასასრული აუცილებლად ექნება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დასარული ჯერ კიდევ შორსაა. ჩვენი ჯგუფი 2012 წლის 15 აპრილს შეიქმნა და დღემდე წერდა ისტორიას, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად კითხულობდით.  რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე, თუმცა მის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია. როგორც უკვე იცით, ან ჯერ კიდევ არ იცით, 31 ოქტომბერს სრულდება ჩვენი ვებ-გვერდის, "ფეისბუქ" გვერდის, "ტვიტერ" გვერდისა და "იუთუბ" არხის განახლება, ანუ ჩვენი პორტალის რებრენდინგი. შეიცვლება ყველაფერი, რასაც დღემდე ხედავდით.  შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება 7 წლიანი ისტორიის ახალი ფურცლები, რომლებიც განაგრძობენ წიგნის აკინძვას. წიგნის, რომელიც ალბათ ოდესღაც აუცილებლად დასრულდება და ამ ჯგუფის თითოეული ყოფილი, თუ ამჟამინდელი წევრის გულის თაროზე დაიკავებს საპატიო ადგილს.  ეს ხომ ის ტკბილი პერიოდია, რომელსაც თინეიჯერობას ვუწოდებთ. ძალიან მოკლედ გეტყვით ამ ჯგუფის წევრების შესახებ. თითოეული ჩვენგანი დღეს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია. მაშინ, რ...

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­ი უკ­რა­ი­ნუ­ლი Voice-ის გამარჯვებულია

12 წლის ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სი" მო­ი­გო. ის სატელევიზიო შოუს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა, მეორე სიმღერად ალექსანდრემ კუზმა სკრიაბინის Люди, як кораблі უკრაინულად შეასრულა. ბოლოს კი 12 წლის მომღერალმა სელინ დიონის სიმღერა ALL BY MYSELF იმღერა. ©️ - IMEDINEWS.GE გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

"ერიკი, შენ და მე - ისევ ერთად" ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა.

დიდი ბრძოლის შემდეგ, ქართველ წყვილს ჩამორთმეული შვილი დაუბრუნეს.  ინფორმაციას ბავშვის მშობლები ავრცელებენ.                     ერიკი, (ბავშვი) მშობლებს, სოციალურმა მუშაკებმა შვედეთში ჩამოართვეს მაშინ, როცა იგი ჯერ კიდევ 9 თვის იყო.  ბავშვის ჩამორთმევის მიზეზებზე საუბრობდა კონსტანტინე კირვალიძე mshoblebi.ge - სთან.  მაშინ კონსტანტინემ (მამა) ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საქმის უკან გავლენიანი ძალები იდგნენ, რომლებსაც მასზე ანგარიშსწორება უნდოდათ.  Mshoblebi.ge-ს კითხვაზე, თუ რა იყო ბავშვის ჩამორთმევის ოფიციალური მიზეზი, კონსტანტინემ განაცხადა:  " ჩემზე განაცხადეს, რომ ვეწეოდი მარიხუანას და თურმე, ერთ მომენტში ვიყავი აგრესიული. ეს მიზეზი დიდი ხანია არსებობს, რადგან მე მაქვს ამჟამად 60-დღიანი ანალიზის, ნარკო და ალკო ტესტის პასუხები, რომ ვარ სრულიად სუფთა. არც არასდროს შემიქმნია საფრთხე არავისთვის ჩემი მოწევით." მშობლები 3 თვეზე მეტ ხანს იბრძოდნენ ბავშვის დასაბრუნებლად და როგორც ჩანს, ერიკი მშობ...

Messenger-მა ახალი ფუნქცია შეითავსა.

"მესენჯერმა" დღეიდან ახალი ფუნქცია შეითავსა. ამიერიდან, გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ImediNews -ი Mashable -ზე დაყრდნობით წერს. გაგზავნილი შეტყობინების წასაშლელად საჭიროა ხანმოკლე შეხება შეტყობინებაზე, რის შემდეგაც უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბრძანება. (იხ.ფოტო) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ "Remove for Everyone" შეტყობინება წაიშლება ყველასთან, თუმცა წაშლის შემდეგ ადრესატი მაინც შეიტყობს წაშლილი შეტყობინების შესახებ. (იხ.ფოტო) მეორე ბრძანების არჩევის შემთხვევაში (Remove for you) შეტყობინება მხოლოდ თქვენთან წაიშლება და ხილვადი დარჩება ადრესატისთვის.  შეტყობინებების წაშლა გაგზავნიდან 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქცია, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის მესენჯერის განახლების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მომზადებულია Imedinews-ისა და Mashable-ს მიხედვით. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 10 000 000 ევრო უნდა გადაუხადოს

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების მიხედვით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის გამო თითოეულ დეპორტირებულ მოქალაქეს ორი ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია უნდა მიეცეს. ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევის გამო რუსეთმა თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მისცეს. 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. ამ პროცესს წინ უძღოდა 2014 წლის 3 სექტემბერს საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველების უფლებების ...

გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია - ტრაგედია ისანში

თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი შვიდი ადამიანიდან უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობდნენ. მათგან ყველაზე უფროსი 54 წლის ბათუ სუთიძე გახლავთ. სუთიძე წარმოშობით თერჯოლის რაიონიდან იყო, თუმცა ოჯახი წლებია რუსთავში ცხოვრობს, თბილისში კი ბათუ სუთიძე სამსახურის გამო, სხვა მუშებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლებიც, თუმცა მათ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, ბინაში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევათ. ©️ - ინფორმაცია: primetime.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ისანში საცხოვრებელ სახლში 7 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულების შესახებ მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არის. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 7 მუშა. მათ ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები. მიზეზი CO-თი ინტოქსიკაციაა. მათ სახლში წვის კამერის გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული. შემთხვევის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ©️ - ფოტო: Google.com ინფორმაცია: imedinews.ge  გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ანტალიას რამდენიმე მძლავრი ტორნადო ერთდროულად დაატყდა თავს

თ ურქეთის ცნობილ კურორტ ანტალიას თავს მძლავრი ტორნადოები დაატყდა, რასაც თან ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა ერთვოდა.  თვითმხილველთა თქმით, მათ 5 ტორნადო დაითვალეს. დაზიანებულია ქალაქის ცენტრი, აეროპორტი, არის მსხვერპლი, რომელთა შორის ერთი 13 წლის გოგონაა. დაშავდა 12 ადამიანი. სულ ქალაქში მეტნაკლები დაზიანება 229 შენობამ მიიღო.  კურორტ ქემერში ტორნადომ მდინარეში მანქანა გადააგდო, რომელშიც დედა და მისი 20 წლის ქალიშვილი იყვნენ. დედა გადარჩა, ხოლო ქალიშვილს მაშველები ახლაც ეძებენ. ©️ - newposts.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

მამაკაცი საჰაერო ბურთიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა (ვიდეო)

ს ოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იშორებს პარაშუტს საჰაერო ბურთის ბორტიდან, თვითონ კი მის გარეშე ხტება.  ვიდეო სახელწოდებით - " სქაიდაივინგი პარაშუტის გარეშე " ფინელმა ექსტრემალმა და მსახიობმა, ანტი პენდიკაინენმა თავისივე გვერდზე გამოაქვეყნა. სავარაუდოდ მამაკაცი, რომელიც პარაშუტის გარეშე საჰაერო ბურთიდან ხტება, თავად ანტია. ©️ - ფოტო - ანტი პენდიკაინენის ოფიციალური ვებ-გვერდიდან გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ოკეანის პლასტიკური დაბინძურების მოულოდნელი და წარმოუდგენელი წყარო აღმოჩენილია

დაივერებმა შეაგროვეს 40 000-ზე მეტი გოლფის ბურთი, რომლებიც კალიფორნიის რამდენიმე გოლფის მოედნიდან იყო მიმოფანტული ოკეანეში.     იხილეთ დაივერების მიერ გადაღებული ვიდეო ↓    წყარო - Vokrugsveta.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული. ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიო "ჯაკოში" დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: "იმედი", "მაესტრო", "იბერია", "მე-9 არხი", ბოლოს კი ტელეკომპანია "TV პირველში" საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. წყარო - Imedinews.ge ფოტო - Facebook გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

როგორ შევცვალოთ იმეილის მისამართი? / How To Change email address?

ნაბიჯი 1 1. თქვენს კომპიუტერში , შედით Google Account -ში. 2. მარცხნივ, ნავიგაციის პანელზე დააკლიკეთ Personal Info -ს. 3. საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში დააჭირეთ Email -ს 4. აირჩიეთ Google Account Email.  •  თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ პარამეტრის გახსნა, ესეიგი თქვენ ვერ შეძლებთ Email Adress-ის შეცვლას. • თუ თქვენი ანგარიში მთავრდება @gmail.com-ით, თქვენ ვერ შეძლებთ მის შეცვლას. • თუ თქვენ იყენებთ Email-ს: სკოლაში, სამსახურში ან სხვა დაწესებულებაში, დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ადმინისტრატორს. ნაბიჯი 2 1. დააჭირეთ Edit-ს 2. ჩაწერეთ ახალი მისამართი. აირჩიეთ ისეთი მისამართი, რომელიც არ არის დაკავებული.   •  თუ რაიმე პრობლემა გექმნებათ მიიღეთ დახმარება. 3. მიჰყევით ინსტრუქციას. ❌ ჩემ მიერ შემოთავაზებული ინსტრუქცია ვრცელდება მხოლოდ კომპიუტერზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მომმართეთ "ონლაინ ოპერატორის" ფანჯრის მეშვეობით. მომზადებულია Google Accaunt Help -ის მიხედვით. ფოტო - Google.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე | Follow Us on FaceBoo...

აფეთქება დიდ დიღომში, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულებიც. (ვიდეო)

16 იანვარს, დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა, შემთხვევას ემსხვერპლა ერთი ოჯახის 3 წევრი: ნათია ციცვიძე, მისი 3 წლის შვილი ნიკოლოზი, ნათია ციცვიძის და, ნინო და მეზობელი ბინის მკვიდრი, ლევან დვალაძე.  ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენჯერმე დახმარებით მიმართეს კომპანია "ყაზტრანსგაზს", რადგან მთელი დღის განმავლობაში, კორპუსში იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, თუმცა წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ისინი პრობლემას ვერ ხედავდნენ.  შეგახსენებთ, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ||   იხილეთ "ყაზტრანსგაზის" განცხადება მომხდარის შესახებ    || მომზადებულია "imedinews.ge"- ს მიხედვით. გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დაე, იცნობდეთ ამ ადამიანებს!

სოციალური ქსელის მომხმარებლები, დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან. ფეისბუქ გვერდი " დიდი დიღომი - Didi dighomi " უკვე უამრავ საქველმოქმედო პოსტს იტევს. მოქალაქეები, დაშავებულებსა და დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ სრულიად უსასყიდლოდ.  მეც ვემხრობი სოც. ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს და დაე, იცნობდეთ ამ ადამიანებს ! იხილეთ, თამარა პარასკებაშვილის პოსტი უცვლელად.                            შეგახსენებთ, 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 4 წლის გოგონაა. დატრიალებული ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ფოტო - თამარა პარასკებაშვილი გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს. ყაზტრანსგაზის თანამშრომლები ამჟამად დიდი დიღმის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ბოლო მონაცემებით, დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულია 4 დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 6 ბავშვია. წყარო - imedinews.ge  გამოგვი...

იმედის კლინიკაში მყოფი 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა, რომელიც კლინიკა „იმედში“ იმყოფებოდა, ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის გარდაიცვალა. ბავშვი კლინიკაში გაჩერებული გულით მიიყვანეს. მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი დაღუპვის შესახებ ცნობა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მისი ტყუპისცალი დაახლოებით ნახევარი საათის წინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად 6 ბავშვი იმყოფება. წყარო - imedinews.ge ფოტო - Google.com გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დიდ დიღომში 3 ადამიანია გარდაცვლილი.

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა. მისი თქმით, აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა. მისი განცხადებით, ყველა მობინადრე ამ დროისთვის ევაკუირებულია. წყარო - Imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვა ტელეკომპანია „მაესტროს“ დაუდასტურეს. მათგან ერთი მცირეწლვანია, მეორე კი მოზრდილი. დიღომში აფეთქება წინასწარი მონაცემებით გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ამ დროისთვის კორპუსის ყველა მობინადრე ევაკუირებულია. დაშავებულები საავადმყოფოებშია მოთავსებული. მათი რადენობა ზუსტდება. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, მედიკოსები და მეხანძრეები. წყარო - imedinews.ge გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

ტანგო - თავისუფლებისა და ვნების ცეკვა

ცეკვა, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. სიტყვა "ტანგო" სათავეს იბიბოს დილექტიდან იღებს და აღნიშნავს "ცეკვას დოლის რითმებზე".  ასევე არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, სიტყვა "ტანგო" წარმოიშვა ლათინური  " tangere "-დან, რაც ნიშნავს "შეხებას და კიდევ: "ტანგო"  ენათესავება ესპანურ " tambor "-ს და ნიშნავს "დოლს". თუ ფიქრობთ, რომ "ტანგო" ევროპული ცეკვაა, თქვენ ცდებით; ტანგოს საფუძველია არგენტინული მილონგას, აფრიკელ ხალხთა მოძრაობების,  ესპანური ფლამენკოსა და ინდიელების რიტუალური ცეკვების ნაზავი.  ევროპაში შემოსვლისას კი "ტანგოს" მოძრაობებს დაემატა პოლონური "მაზურკისა" და გერმანული "ვალსის" ელემენტები.  სხვათა შორის, თავდაპირველად "ტანგო" მხოლოდ მამაკაცების ცეკვა იყო. დიდი ხნის მანძილზე "ტანგო" იყო, არგენტინის ღარიბ მცხოვრებთა ცეკვა. მას ცეკვავდნენ ქალაქის ტავერნებსა  და მოედნებზე. XX საუკუნის დასაწყისში ცეკვა შეიჭრა ევროპაში და მაშინვე აიკრძალა,...

მინესოტას მაცხოვრებლებს "იეტი" (თოვლის კაცი) ესტუმრათ - ვიდეო

მინესოტას მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათთან სტუმრად ნამდვილი თოვლის კაცი მივიდა. ამის შესახებ პორტალი dni.24 წერს. მინესოტას ჩრდილოეთ რაიონის მცხოვრებლებმა ინტერნეტში განათავსეს ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ სხედან ოჯახის წევრები დიდ სახლში. უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა შეამჩნია რაღაც მაღალი და ბეწვიანი. აღნიშნულ ვიდეოზე ნათლად არ ჩანს ის არსება, მაგრამ ვიდეოს ავტორი ირწმუნება, რომ ნამდვილად თოვლის კაცი დაინახა. იგი ამბობს, რომ მისი ძაღლი გაეკიდა ამ არსებას, მაგრამ მალევე დაბრუნდა. თვითმხილველები დარწმუნებული არიან, რომ: ეს არ იყო დათვი და ადამიანი ქურქში. მათ ნახეს ნამდვილი ბეწვიანი "იეტი".  თუ რატომ ეწვია ვახშამზე ოჯახს თოვლის კაცო, მაინც და მაინც იმ საღამოს, ჰყავს თუ არა კიდევ თვითმხილველი ამ ფაქტს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს შეიძლება, უბრალოდ ხუმრობა ყოფილიყო. ადრე ამ ფაქტთან დაკავშირებით წერდა Nation News -იც. სტატია მომზადებულია NATION NEWS -ის მიხედვით. ფოტო - Nation News გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე -...

რა ხდება დღეს სერიალ "დაკარგულების" გადასაღებ მოედანზე - ფოტოები

სერიალი "დაკარგულები" მთელი 6 სეზონის განმავლობაში მაყურებელს იმორჩილებდა. ამ ხნის განმავლობაში სერიალმა უამრავი პრემია და სატელევიზიო ჯილდო მოიპოვა. ამ ფანტასტიურ საგას ოაჰუზე, ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე იღებდნენ. სერიალის მთავარი არსი კუნძულზე თვითმფრინავის ჩამოვარდნა არის, რომელიც ინსცენირებული იყო მოქულას სანაპიროზე. რეჟისორები ცდილობდნენ, მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო მათი კადრები, ამიტომ ეკონომია არ გაუკეთებიათ დეტალებზეც კი და მეტიც, პლიაჟზე მიმოფანტეს ნამდვილი "ბოინგ-777"-ი.   ამ პლიაჟზე, თვითმფრინავთან "სელფის" გადაღება დღესაც შეგიძლიათ.  თქვენ უბრალოდ უნდა გაისეირნოთ სანაპიროზე, სადაც უშვებენ ნებისმიერ მსურველს. გადარჩენილების ბანაკი სხვა სანაპიროზე - პაპაოლოზე აშენდა. მთელი გადაღების მანძილზე, გადასაღებ მოედანს პოლიცია იცავდა, რათა გულშემატკივრებს არ დაეზიანებინათ, ან არ წაეღოთ დეკორაციები, რომლებსაც არ შლიდნენ თვეების მანძილზე. სხვათაშორის, გადამღები ჯგუფის წევრებმა და მსახიობებმა, გადაღებისას სახლებიც კი შეიძინეს კუნძულზ...

სიცილიაში ვულკანმა "ეტნამ" გაიღვიძა.

სიცილიაში, ვულკანმა "ეტნამ" გაიღვიძა. - აქტიური ვულკანებიდან ევროპაში ყველაზე დიდი. მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოცხადებულა. წყარო - Vokrugsveta.ru ფოტო - Caters News Agency / Legion-Media.ru გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

სერფერი სანტა - რაშია საქმე?!

მთელ ავსტრალიაში ყველაზე ცხელი თვე დეკემბერია, ხოლო ახალი წლის აღნიშვნას ტრადიციულად თან ახლავს პლიაჟზე გასეირნება. ასე რომ არ გაგიკვირდეთ ფოტოზე ნაჩვენები სერფერი სანტა.  წყარო - "Vokrugsveta.ru" ფოტო -  James D. Morgan / Getty Images გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

QUIZ

დასაწყებად დააჭირეთ ღილაკ "სრულად"-ს გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjjgufi Follow Us on FaceBook - fb.com/tsjjgufi

შვედეთში ჩამორთმეულ მცირეწლოვან ბავშვს მშობლებს ისევ არ უბრუნებენ.

ჩვენმა მკითხველმა ამ ამბის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.  შვედეთში 9 თვის ბავშვი ქართველ მშობლებს დააშორეს და  რამდენიმე  თვიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვს ისევ არ უბრუნებენ. როგორც მშობლები აღნიშნავენ, ამ საკითხში ქართველების ხელიც ურევია. " მე ძალიან მაინტერესებს, საქართველოს სახელს, სახეს ან ინტერესებს, ევროპაში, რატომ წარადგენენ ისეთი ხალხი, და იმ პარტიების იდეური, მორალური და ფიზიკური მხარდამჭერები, რომლებიც არიან რეალურად ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულში საჯაროდ მხილებულნი? და ვგულისხმობ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას, ყველგან, ყველა საკვანძო თანამდებობაზე, საზღვარგარეთ, მუშაობენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრები!!!" იხილეთ პოსტი ვრცლად. " ბავშვი უკან უკან მიდის, ხელში ვეღარ აგვყავს და მაქსიმალურად გვიწელავენ დროს,რომ კიდევ დაიტანჯოს." აცხადებს ბავშვის დედა. ასევე, პოსტს აქვეყნებს კონსტანტინე კირვალიძეც, (მამა) იგი მეგობრებს, თავისი თავის შესახებ დახასიათებების გაგზავნას ელ.ფოსტაზე სთხოვს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად.        ...