ს ოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ შვრიის ახალი ჯიში „არგო“ დაარეგისტრირა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ეს ჯიში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა გამოიყვანეს. „არგო“ კულტურული შვრიის სახეობას (Avena sativa L.) წარმოადგენს, რომელიც სწრაფმზარდია და უხვი ამონაყარით ხასიათდება. საგაზაფხულო ნათესის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 85-97 დღეს შეადგენს და როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე შეიძლება დაითესოს. აღნიშნული ჯიში რეკომენდებულია, როგორც საფურაჟე, ისე სასურსათო მიმართულებით. ახალმა ჯიშმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა. სოფლის მუერნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურში შვრიის ჯიშის „არგო“ სათესლე მასალის მისაღებად მუშაობენ. წყარო - imedinews.ge