ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში კვირკვიების ოჯახში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. ოჯახის უფროსს დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თავში კონდახი ჩაარტყა, თუმცა მის სისცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ნიღბიანმა პირებმა სახლიდან 80 ლარის წაღება შეძლეს. შსს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.