გარემოს დანაგვიანება კანონით დასჯადია. ტანძია - სარეკრეაციო ზონა. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი, 5 000 ლარია. ტანძია - სარეკრეაციო ზონა. კანონის თანახმად, 2 კგ–მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 80 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა–ნაგებობიდან 2 კგ–მდე ნარჩენების გადაყრის შემთხვევაში კი პირი 100 ლარით დაჯარიმდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს დანაგვიანებისას 120 ლარით მძღოლი ჯარიმდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი, დამრღვევი. გარემოს ხუთ ერთეულამდე საბურავით დანაგვიანების შემთხვევაში (გარდა ველოსიპედის საბურავისა) ჯარიმა 150 ლარია, ხოლო თუ საბურავების რაოდენობა ხუთია ან აღემატება, ჯარიმა ასეთ შემთხვევაში 500 ლარი იქნება. გარემოს 2 კგ–მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დან...