მაღაზიის გამყიდველს "გმირის" ტიტული მიანიჭეს მას შემდეგ, რაც მან ორი შეიარაღებული მძარცველის მოგერიება შეძლო. ინფორმაციას The Independent -ი ავრცელებს. კანადის ქალაქ კალგარიში, ნისარ აჰმედი მარტო მუშაობდა, როდესაც მაღაზიაში ორი ქურდი შემოიჭრა. აჰმედმა თავიდან განუცხადა, რომ შეუძლიათ ყველაფერი აიღონ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთი მძარცველი გამოიჭირა და შემდეგ მეორეს გაჩერებაც შეძლო. აჰმედმა ერთ-ერთისთვის ნიღბის მოხსნაც შეძლო და შემდგომ ისინი მაღაზიაში გამოკეტა. ბოლოს მის დასახმარებლად პოლიციელებიც გამოჩდნენ. imedinews.ge