დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. ინფორმაციას Ipn ავრცელებს. ლიკანში მყოფი ერთ-ერთი დამსვენებლის განცხადებით, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ. ”ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები”, - აცხადებს ლიკანში მყოფი დამსვენებელი. შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას ყველა დამსვენებლის შემოწმების შესახებ. "გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები",- განაცხადა შს მინისტრმა. წყარო - imedinews.ge