მეცნიერებმა ცუნამის ყველაზე ძველი მსხვერპლის თავის ქალა იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავის ქალა 6 ათასი წლისაა.ქალა 1929 წელს ქალაქ აიტაპის მახლობლად აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტული კვლევის შედეგები ახლა გახდა ცნობილი.მათივე მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორია სანაპირო ზოლი იყო, რომელსაც 6000 წლის წინ ცუნამი დაატყდა თავს.ისინი ფიქრობენ, რომ 6 ათასი წლის წინ ეს ადამიანი სწორედ ცუნამიმ იმსხვერპლა."ჩვენ დავასკვენით, რომ ამ ადამიანი, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მსოფლიოში ყველაზე ძველი ცუნამის მსხვერპლია", - ამბობს პროფესორი გოფი.მკვლევრებმა განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, სანაპირო ზონებში აქამდე არსებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები უნდა გადაიხედოს.