დეკემბერს დილით, უკრაინის გენერალური პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სახლში, ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. პოლიტიკოსის თანამებრძოლმა დავით საყვარელიძემ Facebook -ზე დაწერა, რომ სააკაშვილის ბინის კარს ამტვრევდნენ და მხარდამჭერებს მის სახლთან შეკრებისკენ მოუწოდა. სააგენტო Украинские новости-ს შეფასებით , მოწოდებას დაახლოებით ათასი ადამიანი გამოეხმაურა. ქუჩაში პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო. ტელეკომპანია 112 Украина-ს ცნობით , სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა , რომ შეტაკებებში რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. სულ ცოტა 9 ადამიანი დააკავეს .