იანა ბერიანი 8 დეკემბერს „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.
8 დეკემბერს ქალაქ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა. შეხვედრისას მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ორგანიზაციის მისიაზე, როლზე და განხორციელებულ საქმიანობაზე ესაუბრა. ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი აირჩიეს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში NALAG-ს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. VI ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებად რეგიონიდან 2-2 კანდიდატი დაასახელეს და უმრავლესობით აირჩიეს კიდეც. აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრად, ქვემო ქართლიდან იანა ბერიანი აირჩიეს.