ლუბლიანას სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში სლოვენიაში საქართველოს ელჩი ზურაბ ბექაია ავრცელებს. სლოვენიის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის საქართველოს დროშის ფერებში განათებაზე გადაწყვეტილება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. დღეს ღამით ასევე საქართველოს დროშის ფერებში განათდება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის ღირსშესანიშნაობებიც - სამი ხიდი და სამი ჯვრის მონუმენტი. #Ljubljana castle will remain illuminated in the colors of #Georgian flag on the night of May 25 to 26, to mark the 100th anniversary of the first Democratic Republic of Georgia. Gratitudes to Ljubljana Municipaliy @Ljubljanskigrad @MFAgovge #Georgia100 #26May pic.twitter.com/ZHeeqicHIH — Zurab Bekaia (@ZurabBekaia) 25 мая 2018 г. წყარო - imedinews.ge