2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონზუს გადასცეს . მათ ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპია შეიმუშავეს. მეცნიერები დააჯილდოვეს ისეთი პრეპარატების გამოგონებისთვის, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედებს წინააღმდეგობა გაუწიოს იმუნურ სისტემას. რისთვის გაიცა პრემია? წელს ნობელის პრემია გაიცა საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების გამოგონებისთვის. ეს არის პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს სწრაფად ანადგურებინებს სიმსივნეს. ქიმიოთერაპია და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია ან პირდაპირ კლავს სიმსივნურ უჯრედებს, ან მათ მათსავე პროცესებში ჩარევით კლავს. იმუნურ თერაპიას არ გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი ეფექტი - ის ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ თერაპიის შესახებ წერენ, რომ ის „იმუნიტეტს მუხრუჭს აცლის“. იმუნური უჯრედი ცდილობს სიმსივნური უჯრედის გადაყლაპვას ან უბრალოდ მოკვლას, ის კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება: განსაკუთრებული მოლეკულების საშუალებით უკავშირდება იმუნურ სისტემას ...