თბილისში, ზემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების ხმა დილით გაიგეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქებისას კორპუსის მე-2, მე-3 და მე-4 სართულები ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი: პაპა, შვილი და შვილიშვილი საავადმყოფოში სხვადასხვა სირთულის ტრავმებითა და დამწვრობებით მოხვდა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. მალევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია სპეციალური ტექნიკის გამოყენებით 7 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებს საშიშ პირობებში უწევდათ ოპერაციის წარმოება. რამდენიმესაათიანი ძიების შემდეგ, მათ დედა-შვილის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს. ისინი მაშველებმა დაღუპულები ნახეს. დედა 30 წლამდე ახალგაზრდა ქალი იყო, შვილი კი 1 წლისა 2 თვის. ფონიჭალის ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალ...