Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

ცეკვავენ ვარსკვლავების მეშვიდე სეზონი დაიწყო

ცეკვავენ ვარსკვლავების მეშვიდე სეზონმა სტარტი 21 აპრილს, საღამოს 22:00 საათზე ტელეკომპანია"იმედის" ეთერში აიღო. მეგა შოუს შთამბეჭდავი გახსნა იხილეთ ვიდეოში    | Tsj Jgufi   იხილეთ სხვა ვიდეოებიც.

რუბრიკა #ცოტარამკინოსშესახებ

იცხოვრე ¼ მილი სიჩქარით. • ყველაზე ცნობილი სლოგანი მსოფლიოში. • ფილმი "ფორსაჟი" 2001 წელს, გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული, როგორც ავტომოყვარულებისთვის ასევე რიგითი მაყურებლებისთვის. • მაყურებელში განსაკუთვრებული ემოციები და აღფრთოვანება გამოიწვია ფორსაჟის ერთ-ერთმა მსახიობმა პოლ უოკერმა. 

ცეკვავენ ვარსკვლავების დღევანდელი "ლაივის" ყველაზე ცეცხლოვანი შესრულება

ირაკლი მაქაცარია და სალომე ჭაჭუა. 22 აპრილი. ჟიურის ქულების მიხედვით დღევანდელ გადაცემაში ყველაზე კარგი შეფასება ირაკლიმ და სალომემ მიიღეს.

არა ძალადობას! ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი.

ძალადობასთან დაკავშირებით ბევრი სოციალური რეკლამები შეიქმნა. დღეიდან მათ რიცხვს ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო რგოლიც შეემატა. იხილეთ იგი .

ვინ არის ცეკვავენ ვარსკვლავების მეშვიდე სეზონის კიდევ ერთი ჟიურის წევრი.

21 აპრილს “იმედის“ ეთერში “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვიდე სეზონი დაიწყება. მონაწილეების ზუსტი სია უკვე ცნობილია. ასევე, ცნობილი გახდა ვინ იქნება პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ეს არის ერიკ ბენეტი, რომელიც საქართველოში იტალიიდან ჩამოვა. “მიუზიკ ბოქსისთვის“ კულუარულად გახდა ცნობილი, რომ პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, უკრაინელი ვარსკვლავი, სტანისლავ ბონდარენკო იქნება. ბონდარენკო თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა და საქართველოში მხოლოდ ერთი თვით დარჩება. შესაბამისად მას მხოლოდ 4 გადაცემაში ვიხილავთ. წყარო - musicBox.ge

"როდესაც ფოტო ავტვირთე ინტერნეტში, ყურადღება გოგონების მაგივრად სხვა რამემ მიიპყრო"

ინტერნეტ მომხმარებელი სააღდგომო არდადეგებზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საცურაო აუზშია გადაღებული.

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 115 წლის არის

                                   რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, იტალიელი ემა მორანო 117 წლისა   გარდაიცვალა . მორანოს შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან პიროვნებად ესპანელი ანა ბელა ითვლება, რომელიც 115 წლის არის. ინფორმაციას   El Pais  ავრცელებს. ანა ბელა 1901 წლის 29 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ კორდობაში დაიბადა. ექიმების შეფასებით მას "სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობა" აქვს. ემას 65 წლის შვილიშვილის თქმით, ყოველთვის იცოდა, რომ ბებია დიდხანს იცოცხლებდა, რადგან 100 წლის ასაკშიც კი თავს მშვენივრად გრძნობდა.  ანას 89 წლის ქალიშვილის თქმით კი ანა ბელას ხანგრძლივი სიცოცხლის რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ არსებობს. "სადილობისას, დედა ნახევრად ტკბილ 1 ჭიქა ღვინოს სვამს. საკვებიდან კი ყველაფერს მიირთმევს.  Una española se convierte en la persona más longeva de Europa https://t.co/dDagCZ8nMx — EL PAÍS (@el_pais) 17 апреля 2017 г. წყარო - imedin...

ცეცხლის გარდამოსვლა. კადრები იერუსალიმიდან.

მართმადიდებლური სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. იხილეთ ვიდეო. 

ტსჯ იუბილარია, დეტალები ჩვენს შესახებ.

ჩვენი ისტორია 2012 წლის 15 აპრილს 13:00 საათზე დაიწყო.  შემოქმედებითი ჯგუფი იწყებს ფიქრს, თუ რა უნდა ჯდებოდეს ჯგუფის კომპეტენციაში, რა უნდა დაერქვას და ასე ვთქვათ იწერება ბიოგრაფია.  18:00- საათისთვის ფაქტიურად ყველაფერი მზად იყო, იმისათვის რომ დაარსებულიყო "ტსჯ".  სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ თურმე გაცილებით მარტივად გვქონია საქმე "ტანძიის საინფორმაციო ჯგუფი (ტსჯ)".

გურჯაანიდან გატაცებული გოგო და გამტაცებელი იპოვეს

  გურჯაანში 24 წლის გოგოს მოტაცების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. გატაცებული და გამტაცებელი პოლიციამ ცოტა ხნის წინ იპოვა. საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არის აღძრული. როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულმა გოგომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცავებს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი მას ავიწროვებდა.

სკოლაში სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო აღარ იქნება

 2018-2019 სასწავლო წლიდან მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო  ipn  ავრცელებს. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავების ფარგლებში სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქებისთვის ღონისძიებები გაატარა. კერძოდ, შემუშავებულია დაწყებითი კლასების ახალი სასწავლო პროგრამები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად - ახალი ტექნიკური პარამეტრები (შრიფტის ზომა, მანძილი სტრიქონებს შორის, ქაღალდის მასა, გარეკანი და სხვა.) და რეკომენდაცია მშობლებისა და სკოლებისათვის, ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით; დაგეგმილია სახელმძღვანელოების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობის ღონისძიებებიც - მოსწავლეებს ელექტრონულ წიგნებს შესთავაზებენ, შესაბამისად ისინი შეძლებენ სახელმძღვანელოს სახლში დატოვებას და სკოლასი ელექტრონული წიგნის გამოყენებას...

ნინი ცნობილაძის უკრაინულ ვოისში გამოსვლამ ნამდვილი ფურორი მოახდინა

 დარბაზი და ჟიური ფეხზე დგას. დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ ნინის მეწყვილეს შოუ დაატოვებინა. ჟიურის წევრებმა კი ნინი ყველაზე მაგარ მომღერლად შეაფასა და ის პროექტში უკვე მეოთხე ნახევარ ფინალში იმყოფება. ნინის გამოსვლას არ აკლია საზოგადოების მხრიდანაც დადებითი შეფასებები. თუმცა ამასთანავე არსებობს უარყოფითი შეფასებებიც. იხილეთ  " სქრინები "

ბენჯამინ ფრანკლინის აღმოჩენამ მსოფლიო ფიზიკაში გადატრიალება მოახდინა

ბენჯამინ ფრანკლინი  ( ინგლ.   Benjamin Franklin ; დ.  17 იანვარი ,  1706 ,  ბოსტონი  — გ.  17 აპრილი ,  1790 ,  ფილადელფია ) —  აშშ -ის რევოლუციის ღვაწლმოსილი სულისჩამდგმელი. მან აღმოაჩინა

ფილმ "მუმია" მესამე ნაწილი - THE MUMMY

ყველაზე პოპულარული ფილმის "მუმია" მესამე ნაწილი მალე გამოვა. მისმა თრეილერმა ინტერნეტ სივრცეში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამ მაღალბიუჯეტიანი ფილმის პირველი ისტორია 1999 წელს დაიწყო, ფილმი ფანტასტიკა, საშინელება და სათავგადასავლოა. ფილმის არც მეორე ნაწილმა დააყოვნა და ის უკვე ეკრანებზე 2001 წელს გამოჩნდა. მეორე ნაწილის ბიუჯეტი 98 მილიონ დოლარს შეადგენს. ფილმის ორ ნაწილში მთავარ როლს ბრენდონ ფრასერი ასრულებს, თუმცა ფილმის ახალ მესამე ნაწილში ბრენდონი ტომ კრუზმა ჩაანაცვლა. ვნახოთ როგორი იქნება "ზე" პოპულარული ფილმის მესამე ნაწილი. მესამე ნაწილის ისტორია თვითმფრინავიდან იწყება, რომელშიც ტომ კრუზი და მეგობარი გოგონა სხედან. თვითმფრინავში ასევე მოთავსებულია აკლდამა. სწორედ ამ აკლდამის ზეგავლენით თვითმფრინავი განიცდის კატასტროფას. ტომი მეგობარ გოგონას პარაშუტის მეშვეობით სიკვდილს იხსნის, თუმცა იგი კლინიკური სიკვდილით გარდაიცვლება, იგი იღვიძებს მორგში. სწორედ აქედან იწყება დაუვიწყარი თავგადასავალი. (იხილეთ თრეილერი )

გივი ბერიკაშვილის ლექსი.

გივი ბერიკაშვილის მიერ წაკითხული ლექსი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან. 

ვარსკვლავების დაჯახება ვიდეოზე ასახეს.

კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა ორიონის ნისლეულში პროტოვარსკვლავების დაჯახების კვალს მიაგნეს. ორი ციური სხეულის დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ათი მილიონი წლის განმავლობაში მზის მიერ გამოყოფილ ენერგიას უტოლდება. აფეთქების შედეგად, გაზი, მტვერი და სხვა პროტოვარსკვლავები ეპიცენტრისგან 150 კმ/წმ-ში სივრცეში მიმოიფანტა.                                                         წყარო - imedinews.ge

ყოველი მეათე ადამიანი თამბაქოს მოხმარებისაგან კვდება. როგორია საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები.

თ ამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამის შესახებ ახალი  კვლევა  იტყობინება, რომელიც ჟურნალ  The Lancet -ში გამოქვეყნებულ 2015 წლის ანალიზს ეყრდნობა. მეცნიერების მონაცემებით, სიკვდილიანობა შეიძლება უფრო გაიზარდოს, რადგან თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები აგრესიულად ერთვებიან ახალ ბაზარში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.  

ნიკონმა და სვაროვსკიმ ბროლის ფოტოაპარატები შექმნეს.

იაპონურმა კომპანია Nikon-მა თავისი 100 წლის  იუბილე  სუვენირების სერიის გამოცემით აღნიშნა. კოლექცია ავსტრიულ  Swarovski -სთან თანამშრომლობით შეიქმნა, -  იუწყება  Luxurylaunches-ი. სერია მოიცავს კომპანიის პირველი ფოტოაპარატის, Nikon Model I-ის ბროლის ასლებს. თითოეულს სერიული ნომერი აქვს. საიუბილეო ხაზი შეზღუდული ტირაჟით გამოვა. ფასები ჯერ უცნობია. წყარო  - imedinews.ge

გოგონა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტერაქტის დროს დაიღუპა ბოლნისიდანაა

სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას 21 წლის აზერბაიჯანელი სტუდენტი დილბარა სამანდაროვნა ალიევა ემსხვერპლა. როგორც გაზეთი ბოლნისისთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტალავერიდან არიან. ოჯახი წლებია აზერბაიჯანის დედაქალაქში ცხოვრობს და შესაბამისად გარდაცვლილი ბაქოში დაკრძალეს. რუსული გამოცემა „ ეხო მოსკვის“  მიერ გამოქვეყნებულ სიაში მისი სახელი თავიდან მითითებული იყო, როგორც – ალიევა ტამარა. ახალგაზრდა ქალი 3 აპრილს მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში, სადაც ის 4-ში დილით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. jam-news.net – ის ინფორმაციით სანქტ-პეტერბურგში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა სულთან ჰასიმოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა. „ ალიევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამ დილით მივიღეთ. ამჟამად ჩვენი თანამშრომლები საავადმყოფოში იმყოფებიან“, – ციტირებს ჰასიმოვის სტყვებს სააგენტო  АПА -ს  რუსეთის ბიურო. გენერალურმა კონსულმა დასძინა, რომ მეტროში დაჭრილ მოქალაქეებს შო...

"არ გვაცდიან რომ ამ სიცივეში ლუკმა-პურის ფული ვიშოვოთ " - გარემოვაჭრეების აქცია წერეთელზე

"ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეთა სია ცნობილია

     „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეთა სია მკაცრად გასაიდუმლოებულია. თავად მონაწილეებიც ჯერჯერობით არაფერს ადასტურებენ მედიასთან. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, მალე დაიწყება პრომოს გადაღება, სადაც ყველა მონაწილე გამოჩნდება. მანამდე კი ყველა კონკურსანტს პრესასთან ურთიერთობა ამ თემაზე აკრძალული აქვს. „ფორტუნამ“ მაინც შეიტყო ექსკლუზიურად სიიდან რამდენიმე ცნობილი სახის შესახებ – მოკლედ, როგორც ჩვენ ვიცით, „ცეკვების“ ახალ სეზონში მონაწილეობას მიიღებს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია, რომელიც ასევე ნოე სულაბერიძის ახალი პროექტის ერთ-ერთი წამყვანიც იქნება, მომღერალი სოფო გელოვანი, მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ასევე მომღერალი მარკუს მეტრეველი. „მიუზიკბოქსის“ ექსკლუზივის მიხედვით, რომელიც გუშინ გავრცელდა, „ცეკვებში“ ასევე ჩაერთვება ჯასპერ ბლექი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მეექვსე მემილიონე ტურისტი. ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება კიდევ ერთი უცხოელის ჩართვა პროექტში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ის. ასევე იქნება მონაწილე უკრაინიდ...

მომავლის თბილისი

ნახეთ, როგორი იქნება თბილისი რამდენიმე წლის შემდეგ.                        

7 მეტრიანი პითონის სხეულში კაცის გვამი იპოვეს

 ინდონეზიაში ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები საშინელი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. გაუჩინარებული აქბარ სალუბირო სამსახურიდან ცოტა ხნით სახლში წავიდა, რის შემდეგაც ის თანასოფლებებს აღარ უნახავთ. ძებნის დროს მოსახლეობამ სალუბიროს ეზოში 7 მეტრიანი პითონი იპოვა, რომელიც უჩვეულოდ გაბერილი იყო. თანასოფლებებმა იეჭვეს, რომ სალუბირო პითონის შეჭმული იყო.  7 მეტრიანი გველი სანადირო დანით მოკლეს და ის სიგრძეზე გაჭრეს. სოფლის მცხოვრებთა ეჭვები გამართლდა.                                                               წყარო - imedinews.ge

უვიზო რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა.

გზამკვლევი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის 2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას. ევროკავშირის/შენგენის რომელ ქვეყნებში არის შესაძლებელი უვიზოდ მოგზაურობა? უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:

დაიხურება თუ არა ტსჯ ჯგუფი და რა იქნება მის მაგივრად.

2017 წლის 15 აპრილს კი შესაძლოა  ტსჯ ჯგუფი დაიხუროს და მის მაგივრად ახალი და სრულიად განსხვავებული ორგანიზაცია დაარსდეს. ტსჯ ჯგუფი შეიცვლის სახელს,ლოგოს,სლოგანს, ფორმატს... ამჯერად მხოლოდ ზემოთ მოცემული ინფორმაციაა ცნობილი. ვეცდებით რომ საქმიანობა კვლავ გავაგრძელოთ. ვეცდებით რომ, 5 წლიანი მუშაობა და აღორძინება უაზროდ არ დარჩეს. გვიყვარხართ და მადლობას გიხდით, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით და ხართ! 

ხანძარი ხარკოვში - ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე შეუძლებელია

ხარკოველი მეხანძრეები საბრძოლო მასალების საწყობში ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ცეცხლმა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები, სკოლა და სხვა შენობებიც. ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალურმა კიევმა მომხდარს დივერსიული აქტის კვალიფიკაცია მისცა.          წყარო- imedinews.ge

"შვილი დამეღუპა და ვერ ჩავედი საქართველოში"

"ცხოვრებამ არჩევანის წინაშე დამაყენა, ან ჩემი შვილი უნდა მეტირა ან სხვისი შვილები უნდა დამეღუპა" "ვერ ჩამოვედი საქართველოში იმიტომ რომ ...

თბილისში მომხდარ ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

22 მარტს თბილისში მომხდარ ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოზარდის დედა დაშავებულია და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

ცოდნა ფულია გუშინდელ გადაცემას მეტწილად უარყოფითი კომენტარები და შეფასებები მოჰყვა.

ცოდნა ფულია გუშინდელ გადაცემას მეტწილად უარყოფითი კომენტარები და შეფასებები მოჰყვა.  ხატია სულავა, რომელმაც თავისი ცოდნით მხოლოდ 270 ლარის მოპოვება შეძლო. მისი მიზნები, თავისი მოსწავლეებისათვის ენციკლოპედიების შეძენას უკავშირდებოდა. ამიტომ მან ტელეკომპანია "იმედის" დახმარებით წიგნების მაღაზიათა ქსელ ბიბლუსისგან რამდენიმე ენციკლოპედია მიიღო.  Facebook Comment's "mis araadekvatur saqciels ra erqva?! utvinooba?!" "dedaa, ramdeni icina, me davigale magis magivrad."  ა.შ. საზოგადოების ნაწილი ამ შემთხვევაშიც ორად გაიყო, ნაწილი თვლიდა, რომ ემოციები, რომლებსაც იგი გამოხატავდა ზედმეტი ნერვიულობის ბრალი იყო, მაგრამ ნაწილი ამას უბრალოდ ცანცარს უწოდებს.                  

რუსი ტურისტის დამცინავი ბლოგი საქართველოზე – ”ძველ თბილისმა 90-იანები გაგვახსენა”

“საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს მოსკოვში დაბრუნება მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის მომინდა ყოფნა. ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ➤ ⇙ რუსი ტურისტი ანდრეი სმირნოვი საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში მოგზაურობამ 90-იანი წლები გაახსენა და ერთი სული ჰქონდა, “დიდებულ მოსკოვში” დაბრუნებულიყო. “საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს მოსკოვში დაბრუნება მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის მომინდა ყოფნა. ჩვენ ისევ მოვხვდით 90-იან წლებში და დროა 2017-ში დავბრუნდეთ.

Short Film "Lisa"

მოკლემეტრაჟიანი ფილმი ლიზა. უყურეთ ყველამ...                              

გასართობი თუ შოკისმომგვრელი ატრაქციონი? ვისთვის როგორ...

       10 ყველაზე საშიში წყლის ატრაქციონები მსოფლიოში               

Discovery - სასიკვდილო გზები

     "დისქავერის" კიდევ ერთი, სულისშემძვრელი  გადაცემა. ვიდეოში თქვენ ნახავთ მსოფლიოს ყველაზე საშიშ და შოკისმომგვრელ გზებს.               შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გადაცემა სასიკვდილო გზებზე - ქართულად⬇               

მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლიზა"

გეგა გენგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლიზა" მალე ჩვენს ინტერნეტ ეთერს დაიკავებს.                                                

მიმდინარე წლის ბოლომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი გაზიფიცირდება

წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ძველი ქვეში – 425 აბონენტი, მწყნეთი – 65 აბონენტი, ქვემო ბოლნისი – 599 აბონენტი,

მდინარე ქციაზე ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ხიდი აიგო

                               

„ეკო ჰაბი“ კაზრეთელი ბავშვებისათვის

CENN – ის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, 15 მარტს ახალგაზრდული „ეკო ჰაბი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. „ეკო ჰაბის“ არსებობა ხელს შეუწყობს დაბის და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში. ცენტრი აღჭურვილი იქნება ყვე ლა აუცილ ებელი ინვენტარით, ინტერიერითა და გარემოსდაცვითი ბიბლიოთეკით. ამასთანავე სკოლაში ცენტრის ბაზაზე შეიქმნება პედაგოგებითა და მაღლი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ეკო კლუბი.

ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

15 დეკემბერს, ბოლნისის ახალ მუზეუმში მიმდინარე  სარემონტო სამუშაოები, რომელიც  „არემჯის“ სრული ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, დაათვალიერეს როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად. სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია სტუმრებს წარუდგინეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომლებმაც შენობის სამომავლო მნიშვნელობასა და მასშტაბურობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ტანძიის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ბიუროს ოფისში სოფლ ტანძიის მოსახლეობას შევხვდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ იმ შეღავათებით რასაც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონი ითვალისწინებს, რაც მათი თქმით ხელს შეუწყობს ადგილზე მიგრაციის შეჩერებას. “ადგილობრივებთან შევთანხმდით, რომ შევაგროვებთ დამატებით ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ, ერთობლივად შევიმუშავებთ ახალ განაცხადს და წარვუდგენთ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს. ჩვენის მხრივ კი ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საკითხი ტანძიელების სასარგებლოდ გადაწყდეს.”- განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა. წყარო-bolnisi.ge

ფილმი მიწისძვრა. დაფუძვნებულია რეალურ ფაქტებზე

მძაფრ სიუჟეტიანი ფილმი "მიწისძვრა" ფილმი დაფუძვნებულია რეალურ ფაქტებზე. 1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში მომხდარ მიწისძვრას 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

თავბრუსხვევა

ფილმი "თავბრუსხვევა" სუპერ მძაფრსიუჟეტიანი სანახაობა, რომელიც არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ. მეგობრების ჯგუფი მიემგზავრება სალაშქროდ იმ იმედით რომ მეორე დღეს

TSJ NEWS

საინფორმაციო გამოშვება. ბათუმში განვითარებულ მოვლენებს  ვანდალიზმი უწოდეს.

ათამდე დამწვარი ავტომობილი საპროტესტო აქციაზე

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე  ათამდე ავტომობილი დაზიანდა და დაიწვა.  მათ შორის იყო

WEB NEWS

გადაცემა "Web News" რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრუნდება. გადაცემის პროდიუსერი ერთგულ მაყურებელს პირდება საინტერესო და მეტად ინფორმაციულ გადაცემებს. წამყვანი უცვლელია - დარეჯან კაკულია

ბაქოში ალუჩა ფანტასტიკურ ფასად იყიდება

ბაქოში ალუჩა ფანტასტიკურ ფასად იყიდება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დედაქალაქის სავაჭრო ცენტრში ალუჩას ასტრონომიული ფასი აქვს. პორტალი  Oxu.Az Ölkə.аz  წერს, რომ Port Baku-ში ერთი კილოგრამი ალუჩა 720 აზერბაიჯანულ მანათად (₼), ანუ 1052 ლარად (₾) იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში ალუჩა საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება, მყიდველი მაინც ბევრი ჰყავს. პორტალი წერს, რომ ალუჩაზე მოთხოვნა ქალების მხრიდანაა. ის განსაკუთრებით პოპულარულია ორსულ ქალებში, ამიტომაც ისინი და მისი ოჯახის წევრები იძულებული არიან ის ნებისმერ ფასად შეიძინონ.

პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე მტკიცებულებები გამოაქვეყნა (+ვიდეო)

             დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა

30 000 ოჯახი კომპიუტერისა და ინტერნეტის ვაუჩერს 2018 წლიდან მიიღებს

30 000 ოჯახი კომპიუტერისა და ინტერნეტის ვაუჩერს 2018 წლიდან მიიღებს 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და

სისხლის კიბოს უძველეს დნმ-ს ღამურა ატარებს

მეცნიერებმა ღამურის გენომში პრეისტორიული

რუსეთმა ობამას „გადაუარა“

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რუსეთის გაძლიერება დააბრალა. ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე დაწერა.  

ბორჯღალოსნები ხვალ ესპანეთის გუნდს ხვდებიან

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი ხვალ მესამე ტურით განახლდება. საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეერკინება. მატჩი ჩვენი დროით საღამოს შვიდ საათზე ესპანეთის ქალაქ მედინა-დელ-კამპოში დაიწყება. თებერვალში გამართულ ორი ტურის შემდეგ საქართველო ტურნირის ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ბელგია 31:6 დაამარცხეს, გერმანიის ნაკრებს კი რუსთავის სარაგბო სტადიონზე 50-6 სძლიეს. ესპანეთი და საქართველო აქამდე 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბორჯღალოსნებმა აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, 3 თამაში წააგეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს. მილტონ ჰეიგმა 23-კაციანი რაზმი უკვე დაასახელა და მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით დააბალანსა. რაზმში მხოლოდ 2 უკეპო მოთამაშეა. ესპანეთის შემდეგ რაგბის ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ბორჯღალოსნები რუსებს "დინამო არენაზე" 12 მარტს დაუხვდებიან. წყარო - imedinews.ge

ვინ არის ტელეკომპანია "რ2"-ის დირექტორობის კანდიდატი?

ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ რუსთავი-2-ის დირექტორობის მისთვის სასურველ კანდიდატებში პირველი, არხის დამფუძნებელი  დავით დვალია . ხალვაშის თქმით, რაც შეეხება ტელეკომპანიის წილებს, მან ტელევიზიის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არათუ არხის 50%-იანი წილი, როგორც ეს მანამდე საჯაროდ ითქვა, არამედ 100%-იც კი დაუთმოს. "მე არ მჭირდება ტელევიზია ჩემი ინტერესების დასაცავად. მე კომერსანტი ვარ. არ ვაპირებ არხის გაყიდვას, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება დავიტოვებ ტელევიზიას", - თქვა ხალვაშმა. დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ეს გადაწყვეტილება დიდმა პალატამ დღეს საღამოს მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. არხის მოქმედი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  ამბობს , რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს. ...

სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ეს გადაწყვეტილება დიდმა პალატამ ცოტა ხნის წინ მიიღო. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ახალი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში შედიოდნენ: თოდუა, გვენეტაძე, როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ალავიძე, ვაჩაძე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი. ორივე მხარე მოსამართლეების აცილებას ითხოვდა. მთელი დღის განმავლობაში უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ისა და მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ კი განაცხადეს, რომ ისინი "რუსთავი 2"-თან გადაინაცვლებენ. წყარო - imedinews.ge ...

ლიბერტანგო სალომე ჭაჭუა, რატი გაჩეჩილაძე და გიორგი ჩინჩალაძე

                             

გამჭვირვალე თევზი

ჩვენი პლანეტა მრავალფეროვანია. იმდენად მრავალფეროვანი რომ ოკეანეებში გამჭვირვალე თევზებსაც კი ვიხილავთ. იხილეთ ვიდეო↓            

პარიზის უნივერსიტეტში, სადაც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, წარჩინებულებს მისი სახელობის სტიპენდიით დააფინანსებენ

პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც 18 წლის ნუცა მახვილაძე სწავლობდა, წარჩინებული სტუდენტები მისი სახელობის დაფინანსებას მიიღებენ - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. "ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო (მაღალი ქულებით), უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების გადაწყვეტილებით კი (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ), ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე. ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი გოგო იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე. მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 18 წლის გოგონას სამშაბათს დაკრძალავენ.  ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდ...

სულისშემძვრელი და არაადამიანური კომენტარები მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

"ძაღლიშვილო მაია ასათიანო, ახლა შენ გამწარდი", "გვამი სტუდიაში" და ა.შ. ამ ფრაზებით რამდენიმე პიროვნება გამოეხმაურა  მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებას.

ნახეთ რა ხდება კანდელაკის ქუჩაზე ყოველ ღამე

ტანძიის სასოფლო ბიბლიოთეკის განახლება დასრულდა.

ბოლნისის რ-ნი სოფ. ტანძიის სასოფლო ბიბლიოთეკა სრულებით განახლდა. ძველ წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკაში განთავსებულია რამდენიმე თანამედროვე წიგნებიც. თანამდეროვე წიგნების რაოდენობა ბიბლიოთეკაში ძალიან მწირია.   იხილეთ ფოტოები ↓

მაია ასათიანის შვილი გარდაიცვალა.

ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე"  რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს. "ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია" - წერს გვარამია, რომელმაც დღეს მაია ასათიანის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი დაწერა ფეისბუქის გვერდზე. "ახლა ჩვენთვის რუსთავი ორელებისთვის მთავარი გასაჭირი მაიკო ასათიანის გასაჭირია! ყველა შენს გვერდით ვართ! გვიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებთ შენი ნუცას გადასარჩენად!- წერდა " რუსთავი 2 "-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქის პირად გვერდზე. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანის ერთადერთი ქალიშვილი მენინგოკოკურ ინფექციას ემსხვერპლა. 18 წლის ნუცა მახვილაძე კლინიკაში გუშინ მოათავსეს. ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა. წყარო - news.ge

ჰოლივუდში დიდი მზადება დაიწყო

ჰოლივუდში წლის მთავარი კინომოვლენისთვის მზადება დაიწყო. ლოს-ანჯელესში დოლბის კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიას ვარსკვლავების დასახვედრად ამზადებენ. კინოაკადემიის რჩეულთათვის კი ხმის მიცემა უკვე შეწყდა. ოსკარის რიგით 89-ე ცერემონია ზუსტად ოთხ დღეში გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჰოლივუდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  Hollywood.com

"ტსჯ" გალერი / "TSJ" Galery

"ტსჯ" ჯგუფის გალერეა მოგეხსენებათ რომ ყოველდღე განახლების პროცესშია. დაემატა დღევანდელი ფოტოებიც. იხილეთ ყველა ფოტო ერთ სივრცეში >  GALERY

როგორ მოვამზადოთ ტყლარწი სახლის პირობებში?

ტყლარწი ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული სათამაშოა. მისი ანალოგი წინა საუკუნეშიც არსებობდა, თუმცა იგი უფრო მრავალფეროვანი მხოლოდ წინა წელს გახდა. იხილეთ როგორ მოვამზადოთ ტყლარწი სახლის პირობებში.

რუსულ პროექტში საქართველოსთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეობენ

რუსულ მუსიკალურ პროექტში საქართველოსთან ერთად ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეობს. ტელეშოუ «Ты супер!» НТВ-ს ეთერში გადის. საქართველოს კონკურსში 12 წლის ნანა ვარძელაშვილი წარადგენს. 16 წლის არინა გაბარაევა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელია, 11 წლის ვალერია ადლეიბა კი - აფხაზეთის.

"რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა ...

"რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა ... "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა განაახლა. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ხვალ რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

  ხვალ, 19 თებერვალს, 14:00 საათიდან, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, საავტომობილო გზის ნაწილი გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური ავრცელებს.  მიზეზი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციაა. "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია ხვალ 14:30 საათზე დაიწყება. 

ვალუტის კურსი / Currency

ასე გამოიყურება ვალუტის დღევანდელი კურსი

როგორ უნდა დავწეროთ განცხადება?

განცხადების წერა ადრეულ ასაკში არც თუ ისე მარტივია. ამიტომ, ყველა უშვებს გარკვეულ შეცდომებს. ჩვენ დაგეხმარებით განცხადების სწორად წერაში.