საყდრისის კომიტეტი ხვალ ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს ამის შესახებ, IMEDINEWS.GE იტყობინება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ RMG Gold-ის მიერ განხორციელებულმა აფეთქებამ, შესაძლოა ფიტარეთში მეცამეტე საუკუნეში აგებული მონასტერი დააზიანოს. საყდრისის კომიტეტის წევრის დავით ყურაშვილის თქმით, ]RMG Gold-მა საცდელი აფეთქება, ფიტარეთიდან 2კილომეტრის მოშორებით განახორციელა. "ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრე მაქსიმალური იყო, რამაც შესაძლოა XIII-ე საუკუნის ძეგლი დააზიანოს. მართალია აფეთქება კომპანიის მიერ, მათ მიერ ლიცენზირებულ ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ბიძგის სიმძლავრემ და მტვერმა შესაძლოა ფიტარეთის XIII-ე საუკუნის ძეგლი დააზიანოს, ამიტომაც ჩვენ ხვალ ვაპირებთ, ჩავიდეთ ადგილზე, გავეცნოთ მდგომარეობას და ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია.“- განაცხადა ყურაშვილმა. წყარო - ImediNews.ge