2017 წლის ივნისში რუსეთმა 10,323 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა 24 საათში, რაც საუდის არაბეთზე ამავე პერიოდში 253 ათასი ბარელით მეტია. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანიის Joint Organization Data Initiative (JODI) -ის მონაცემები მეტყველებს. რუსეთმა საუდის არაბეთს რეიტინგში იანვარში გაუსწრო და ამ დრომდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც ივნისში საშულაოდ 9,320 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა, რაც 151 ათასი ბარელით მეტია, ვიდრე მაისის მონაცემები. 2018 წლის მარტამდე მოქმედებს ნავთობის მოპოვების შეზღუდვის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს "ოპეკის" წევრმა ქვეყნება. შეთანხმება მიმართულია ბაზარზე საქონის ფასების სტაბილიზაციაზე. imedinews.ge