ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში დღეს ავიაცია ისევ ჩაერთო. ხანძრის მცირე კერების ჩაქრობაში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს. ეს გადაწყვეტილება საგანგებო შტაბმა მიიღო, რადგან ბორჯომის ხეობაში ნისლი აღარ არის. ბორჯომის ხეობაში ავიაციის მუშაობა ნისლის გამო შეჩერებული იყო . რეგიონული განვითარების მინისტრმა დილით, საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ავიაცია განაახლებს მუშაობას. საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ თურქულმა თვითმფრინავმა დატოვა. კრიტიკულად მიჩნეულ ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში იმოფებოდნენ სამხედროები, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად ემოქმედათ. ხეობაში ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა. დილის 6 საათიდან საგანგებო შტაბში იმყოფებიან შს, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრები.