ადამიანების დიდი ნაწილისთვის აეროპორტში თვითმფრინავის ლოდინი და შემდეგ საათობით თვითმფრინავში ჯდომა გარკვეულ უსიამოვნებასა და სტრესთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ამ უარყოფითი ემოციების გასანეიტრალებლად ვანკუვერის აეროპორტში მგზავრებს ახალ თერაპიულ მეთოდს სთავაზობენ - დრო ძაღლებთან ერთად გაატარონ. ინფორმაციას CBC ავრცელებს. თითოეულ ძაღლს ყელზე განსხვავებული ბენდენები უკეთია, ამიტომ მათი გარჩევა სხვა მოგზაური ძაღლებისგან მარტივია. აეროპორტში ამ პროგრამის მონაწილე 7 ძაღლია. მათი მთავარი დანიშნულებაა გაართონ რეისის მომლოდინე მგზავრები. ძაღლები თავისუფლად გადაადგილდებიან აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში და მათთან მიახლოება, მოფერება და დროის გატარება ყველას შეუძლია. imedinews.ge