25 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელების ბრალეულობა გამორიცხა იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა , რომელშიც ნათქვამია, რომ გამოძახების ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს, რის შემდეგაც მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩატ...