კოლუმბიელი მომღერალი მალუმა, რომელიც რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად ჩავიდა, დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო 4 Seasons-ის ნომერში, ქურდი შეიპარა და ძვირფასი ნივთები მოიპარა. 39 მოპარულ ნივთს შორის იყო: Cartier-ს ვარდისფერი ოქროს სამაჯური (46 ათასი დოლარი), 70 ათასი დოლარის ღირებულების საათი და სხვა. საერთო ზარალმა 50 მილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 780 000 დოლარია. როგორც პოლიცია ვარაუდობს, ქურდი შესაძლოა, მომღერალთან დაახლოებული ადამიანი იყოს. IMEDINEWS.GE