ნინი შერმადინი „მისი პლანეტა 2018“ გახდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ჟიურის წევრების გული ნინიმ გარეგნობასთან ერთად ვოკალური მონაცემებითაც მოირგო, როცა ტინა ტერნერის ცნობილი სიმღერა შეასრულა. ნინიმ ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც გამარჯვების შესახებ წერს და ასევე მიმართავს მათ, ვინც ნეგატიურად შეაფასეს მისი სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. ნინი წერს: „მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს „მისის პლანეტა 2018“-ზე. ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თვითდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორე მასე ჯერ არ გავგიჟებულვარ, მანდ გავსულიყავი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეკა მ...