ფოტო - BBC მას შემდეგ, რაც შერიფმა ჩეკატმა, ოფიცრების მიმართულებით გახსნა ცეცხლი, იგი პოლიციელებმა, ხუთშაბათს, ქალაქის ქუჩაში მოკლეს. სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ზუსტად ორი დღის შემდეგ საშობაო ბაზარი კვლავ გაიხსნა. ადგილზე იმყოფებოდა, სტრასბურგის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფერ კასტანერიც, იგი ადგილობრივებს ესაუბრა. სტრასბურგის მერმა, როლანდ რაისმა კი განაცხადა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული: "ჩვენ გავაძლიერეთ გამშვებ პუნქტებთან უსაფრთხოების ნორმები. პირადად ვამოწმებთ თითოეულ ადამიანსა და მათ ბარგს. შევამცირეთ გამშვები წერტილები. პოლიცია კი უკეთესად გადავანაწილეთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები." - განუცხადა მან ფრანგულ რადიოს. სტრასბურგი ცნობილია, როგორც "შობის დედაქალაქი", ხოლო მისი სადღესასწაულო ბაზარი კი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. სტრასბურგს ამ სეზონზე ორი მილიონი ტურისტი სტუმრობს ყოველ წელს. მოგეხსენებათ, თავდასხმის შემდეგ ქალაქი ბლოკირებული იყო იმ დროს როდესაც 700...