აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე აივანჰოს წყალსაცავში ლოს ანჯელესის წყალმომარაგების დეპარტამენტმა მილიონობით შავი ბურთი ჩაყარა. პლასტმასის სფეროები წყლის მზის სხივებისგან დაჩრდილვით წყალმცენარეების ზრდას უშლის ხელს და მისი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასეთი ბურთების თავდაპირველი დანიშნულება სამრეწველო საქმიანობით დაბინძურებული წყლის ზედაპირზე ფრინველების დასხდომისთვის ხელის შეშლა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მათი გამოყენება სასმელი წყლის სისუფთავის დასაცავად დაიწყეს. ლოს ანჯელესის წყალსაცავში ამ მეთოდს 2008 წლიდან მიმართავენ. ©️ - popx.ge | Photo: National Geographic გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge