Skip to main content

Posts

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა შეჩერებულია. | შემოგვიერთდი "ფეისბუქზე", სადაც გაიგებ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო სიახლეებს.
! დღეს

სად აპირებდა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის აფეთქებას. ექსკლუზივი.

"იმედის კვირამ" მოიპოვა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის  ტელეფონიდან აღადგინეს.  iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. მოკლე ტექსტური შეტყობინებები Whatsapp-აპლიკაციითაა გაგზავნილი. ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრია რვა ნული.  მიმოწერა 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება.

ინდოეთში პითონმა კაცის გაგუდვა ფოტოს გადაღებისას დაიწყო. ვიდეო

ინდოეთში, დასავლეთი ბენგალში, ტყის რეინჯერმა, სენჯოი დუტამ ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა გადაარჩინა და საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, 5-მეტრიანი პითონი დაიჭირა. ამის შემდეგ, ადგილობრივებმა, მასთან ფოტოს გადაღება მოისურვეს, თუმცა, მოულოდნელად, თავად რეინჯერის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამის შესახებ  Independent-ი  წერს.  ფოტოს გადაღებისას, გიგანტურმა გველმა კაცის კისერზე შემოხვევა დაიწყო.  საბოლოოდ, რეინჯერმა და ადგილობრივებმა შეძლეს, პითონი კაცის კისრიდან მოეშორებინათ. 

MALUMA გაქურდეს. მოპარულია 780 000 დოლარის ძვირფასი ნივთები.

კოლუმბიელი მომღერალი მალუმა, რომელიც რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად ჩავიდა,  დააყაჩაღეს.  გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო 4 Seasons-ის ნომერში, ქურდი შეიპარა და ძვირფასი ნივთები მოიპარა. 39 მოპარულ ნივთს შორის იყო: Cartier-ს ვარდისფერი ოქროს სამაჯური (46 ათასი დოლარი), 70 ათასი დოლარის ღირებულების საათი და სხვა. საერთო ზარალმა 50 მილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 780 000 დოლარია. როგორც პოლიცია ვარაუდობს, ქურდი შესაძლოა, მომღერალთან დაახლოებული ადამიანი იყოს. IMEDINEWS.GE

ფოტოს გადაღებისას კაცი ხეობაში გადავარდა და დაიღუპა. Video

ინდოეთში, Godak-ის ჩანჩქერზე ტურისტები ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთმა ვიზიტორმა ჩანჩქერის თავზე, კლდის კიდესთან მოისურვა ფოტოს გადაღება, თუმცა ის 51 მეტრის სიმაღლიდან ხეობაში გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ  Independent-ი  წერს.  როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი ძმასთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში იყო. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.            IMEDINEWS.GE

ისტორიული სამიტის 6 უცნაური მომენტი.

ექსპერტები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გუშინდელ  ისტორიულ შეხვედრას  აქტიურად და დეტალურად განიხილავენ - ხელის ჩამორთმევიდან შეთანხმებაზე ხელმოწერამდე. ეს გასაკვირი სულაც არ არის. თუმცა, სამიტის დღეს რამდენიმე უცნაური მომენტიც დაფიქსირდა. 1.  სანაპიროები თეთრ სახლში გადასვლამდე დონალდ ტრამპი მშენებლობის მაგნატად იყო ცნობილი. ამდენად, უცნაური იყო მისი მხრიდან ჩრდილოეთ კორეის ღირსშესანიშნაობად მისი სანაპირო ზოლი რომ დაასახელა. „მათ ძალიან ლამაზი სანაპიროები აქვთ. ამის შემჩნევა ყოველ ჯერზე შეიძლება, რამდენჯერაც ისინი ოკეანის მიმართულებით გაისვრიან. ერთხელ ვთქვი კიდეც - შეხედეთ, რა ხედია, რა კარგი შესახედი იქნებოდა იქ საცხოვრებელი კომპლექსი“, - განცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სამიტის შემდეგ. ამერიკის ხელისუფლება ამ დრომდე არ აძლევს რეკომენდაციას თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას და თუ მაინც წავლენ, წინასწარ ანდერძის დატოვებას ურჩევენ. 2.  პოზა სამუშაო სადილამდე ტრამპმა ფოტოგრაფებს ხუმრობით ჰკითხა: „კარგ...

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა გურამ შეროზიას ბლოგზე გამოჩნდა. მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა. რამდენიმე კვირის წინ მას ფილარმონიის წინ  ვარსკვლავი გაუხსნეს. წყარო - ნიუპოსტი

გოგომ Snapchat-ით მოჩვენება დააფიქსირა. ვიდეო

                                          ოჰაიოს შტატში, ახალგაზრდა გოგო ერთ-ერთ ძველ სასტუმროში გაჩერდა. მან სასტუმროს ჰოლში Snapchat-ით ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა, რასაც უცნაური ამბავი მოჰყვა. ამის შესახებ Daily Star-ი წერს. როგორც ვიდეოში ჩანს, Snachat-ის კამერამ ისეთი "ვიღაც" აღიქვა, ვისაც ადამიანი ვერ ხედავდა. თავიდან გოგოს ეს ხარვეზი ეგონა, თუმცა ნიღაბი სხვადასხვა ადგილას ჩნდებოდა და ახლოვდებოდა კიდეც კამერასთან. წყარო - IMEDINEWS.GE

ქართული გრაფიტი ბერლინის ცნობილი ღამის კლუბის კედელზე.

ბერლინის ცნობილი ღამის კლუბის Berghain-ის კარზე ქართული გრაფიტი გაჩნდა. ფოტოს Bassiani-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი Instagram-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. გრაფიტზე ქართულად სიტყვა „პოლიცია“ წერია. გარდა ამისა, შენობაში გაკრულია წარწერა. კერძოდ, კლუბის სტუმრებს ეკითხებიან, სურთ თუ არა Bassiani-ს სულ მცირე 1 ევროთი დაეხმარონ. 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში ბასიანსა და გალერიში შსს-მ სპეცოპერაციები  ჩაატარა . მანამდე 8 ნარკორეალიზატორი  დააკავეს . თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარალმენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც  მათ  ბოდიში მოუხადა  და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით...

საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში.

ლუბლიანას სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში სლოვენიაში საქართველოს ელჩი ზურაბ ბექაია ავრცელებს. სლოვენიის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის საქართველოს დროშის ფერებში განათებაზე გადაწყვეტილება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. დღეს ღამით ასევე საქართველოს დროშის ფერებში  განათდება  ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის ღირსშესანიშნაობებიც - სამი ხიდი და სამი ჯვრის მონუმენტი. #Ljubljana castle will remain illuminated in the colors of #Georgian flag on the night of May 25 to 26, to mark the 100th anniversary of the first Democratic Republic of Georgia. Gratitudes to Ljubljana Municipaliy @Ljubljanskigrad @MFAgovge #Georgia100 #26May pic.twitter.com/ZHeeqicHIH — Zurab Bekaia (@ZurabBekaia) 25 мая 2018 г. წყარო - imedinews.ge

მასშტაბური აქცია ტანძიაში.

სოფელ ტანძიაში ადგილობრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ ოქროს მომპოვებელი კომპანიის RMG Gold-ის ამ ტერიტორიაზე საქმიანობას. მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია ქციის ხეობაში გააგრძელებს სამუშაოებს, გარემოს მიადგება ეკოლოგიური ზიანი და ამავე დროს კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე შეექმნება და განადგურდება. მოსახლეობა მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებს. ქციის ხეობაში უკვე რამდენიმე კვირაა კომპანიას სამუშაოები შეჩერებული აქვს. სტატიის წყარო -  IMEDINEWS

დღეს გიორგობაა. გილოცავთ!

  ფოტო: shutterstock.com მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს. ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა, რის გამოც ის ბორბალზე გააკრეს. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლისა ეწამა. ის ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც უძლეველი ზეციური მხედარი. წმინდა გიორგი ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია. IMEDINEWS.GE

ნარკოტიკული საშუალებით გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი კულტურის სამინისტროს თანამშრომელია.

თბილისში დღეს გარდაცვლილი ორი ადამიანიდან, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას  ასახელებს , ერთ-ერთი კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი, 39 წლის ლევან კალანდაძეა. ის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოჯახს უკვე მიუსამძიმრა. მეორე გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა. ცხედრები ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ბიუროში  გადაასვენეს . დღეს მოძრაობამ „თეთრი ხმაური“ ორი ახალგზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. „შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად“, - წერია  განცხადებაში . წყარო - IMEDINEWS.GE

როგორ გავარჩიო კარგი წამალი ცუდისაგან? რჩევა

ხშირად, როდესაც ბაზარზე ახალი პრეპარატი გამოჩნდება, ყველა მის ქებას იწყებს. რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად კარგი წამალია. არსებობს წამლები, რომელთა მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება, თუმცა არის ისეთებიც, რომელთა შეძენაც ადამიანებს ურეცეპტოდ შეუძლიათ. როგორ გავარკვიოთ, კონკრეტული პრეპარატი ნამდვილად კარგია თუ არა? „ვიკიპედიით“ ვერ გავიგებ? ვერა. ვიკიპედიის სტატიებში ინფორმაცია არასრულია და ზოგჯერ არასწორიც. ამას კვლევები ადასტურებს . რესურსის ინგლისურენოვანი ნაწილი უფრო სანდოდ მიიჩნევა, მაგრამ მისი რედაქტორები თავად აღიარებენ , რომ ის არასრულყოფილია. ქართულენოვანი ვიკიპედიის და თემატური გვერდების მხრივ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. არსებობს პოპულარული ვებგვერდი WebMD, რომელიც Google-ის სისტემაში სამედიცინო საკითხების ძიებისას პირველივე ბმულებში ჩნდება, მაგრამ სანდო წყარო არც ის არის . აბა, სად გავარკვიო? არსებობს რამდენიმე ინგლისურენოვანი ვებგვერდი, რომლებიც გადამოწმებულ სამედიცინო ინფორმაციას აქვეყნებენ. ამ რესურსს ერთ-ორ წელიწადში ერთხელ აახ...

აქციის მე -18 დღე და რამდეჯერმე დაძაბული ვითარება.

სოფელ ტანძიაში, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. მათ RMG Gold-ის წარმომადგენლებსა და დაცვის პოლიციას ბნელ ხევში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობამ პიკეტირება მოაწყო და ტრანსპორტი, რომელშიც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, გზაზე არ გაატარა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სოფელ ტანძიის მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია ბნელ ხევში ღია კარიერის მოწყობას გეგმავს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ზიანს მიაყენებს როგორც იმ ტერიტორიაზე განთავსებულ ისტორიულ ძეგლებს, ასევე ტყის მასივს, რომლის მასიური გაჩეხვა უკვე დაწყებულია. ადგილობრივები უკვე მე-18 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ და ბნელ ხევში, კომპანია RMG Gold-ის მიერ ღია კარიერის მოსაწყობად დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. ტანძიის მოსახლეობა აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ბნელ ხევში კარვებს გაშლიან და კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ. წყარო- IMEDINEWS.GE ფოტო - George Dadvani

აქციის მე-12 დღე ტანძიაში.

ბოლნისის რაიონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიისმოსახლეობა უკვე მეთორმეტე დღეა მდინარე ხრამის ხეობის ე.წ. ბნელი ხევის მისასვლელთანაა შეკრებილი. ადგილობრივები ოქროს მომპოვებელი კომპანია „არ ემ ჯი გოლდისგან“ ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოები საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება რეგიონში არსებულ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ტანძიის მოსახლეობა RMG GOLD-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან შეხვედრას 12 დღეა, უშედეგოდ ითხოვს. ადგილობრივების თქმით, გაჩუმების სანაცვლოდ, სამუშაოები ადგილებს სთავაზობენ, თუმცა, ისინი ამ პირობას არ თანხმდებიან და ითხოვენ, რომ ღია კარიერებზე მუშაობა შეჩერდეს. „საფლავს გვითხრიან, ცოცხლად გვმარხავენ და შეჩერდეს! ეს არის მთავარი მოთხოვნა,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები. წყარო - პირველი რადიო ფოტო - გიორგი დადვანი

რუსეთი 50 ბრიტანელ დიპლომატს გააძევებს.

დიდი ბრიტანეთის საპასუხოდ, რუსეთი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიიდან 50 თანამშრომლის გაძევებას აპირებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. “რუსი და ბრიტანელი დიპლომატების რაოდენობას შორის სხვაობა 50-ზე მეტია“, - განმარტავს ზახაროვა. გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს, სარკისებრი საპასუხო რეაქციის შესახებ გააფრთხილა. სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, 26-29 მარტს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ, სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს. აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ-13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხი, ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამი, ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორი, ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხ...

67 წლის ჩინელი პენსიონერი 30 წლისას იოგას წყალობით დაემსგავსა.

პენსიონერმა შანხაიდან, რომელიც ტავის ასაკთან შედარებით, ორჯერ ახალგაზრდად გამოიყურება, გამოცემა Daily Mail-ს ის საიდუმლო გაუმხილა, რამაც მას ახალგაზრდობა შეუნარჩუნა. 67 წლის ჰუ ჰაი თავის გარეგნობას ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირებს. ფიქრობს, რომ მას ამაში მრავალფეროვანი ჰობი ეხმარება. ის დაკავებულია იოგით, უყვარს სიმღერა... მისი სისუსტე კი მუცლით ცეკვაა. ის ამ ცეკვებით ადგილობრივ თეატრშიც გამოდის ჰუ ჰაის აზრით, ყველა ადამიანს სამი ასაკი აქვს - ბიოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური, მისი ფსიქოლოგიური ასაკი კი 20 წელს არ აღემატება. ფიზიკურ ასაკს ის სპეციალური მოწყობილობით ზომავს, რომელიც აჩვენებს რომ ის 43 წლისაა. ჰუ ჰაი 1950 წელს დაიბადა, მუშაობდა ტექსტილის ფაბრიკაში და სცენაზე გამოსვლაზე ოცნებობდა. “კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი და ამის უფლება არ მქონდა“, - ამბობს ის. 40 წლისამ პროფესია შეიცვალა და ეკონომისტი გახდა. 2016 წელს კონკურსში მიიღო მონაწილეობდა და შანხაიში ყველაზე მოდური ბაბუის აღიარება მიიღო. ამ ფაქტმა მას სახელი გაუთქვა. ჰუ ჰაის 37 წლის ქალიშვილი ჰყავს. IMEDINEWS.GE ...

ფილმი "გაყინული" / Film Frozen

ჩართეთ მაღალ ხარისხში (HD) ფილმის აღწერა: საუკეთესო მეგობრები და ერთ-ერთის მეგობარი გოგონა, დასასვენებლად მთაში წავლენ. მოხდება ისე რომ გაიჭედებიან საბაგიროზე. გაატარებენ რამდენიმე დღეს, სიცივეში და ქარში. ერთ-ერთი მათგანი, გადახტება რათა გადაირჩინოს თავი, თუმცა ჯობდა საბაგიროზე, სიცივეს შეგუებოდა. გადახტომის შემდეგ მათ ნამდვილი კოშმარი ელით. ისინი მშიერი მგლების გარემოცვაში აღმოჩნდებიან.         Join On Our FaceBook

კემეროვოში ხანძრის დროს დაკარგულთა 70 % ბავშვია.

კემეროვოს ხანძრის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა 85 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ აცხადებს. გამოცემა " ინტერფაქსის " ცნობით, დაკარგულებს შორის 70% ბავშვია, რომელთა საშუალო ასაკი 10-13 წელია.  რუსეთში, ქალაქ კემეროვოს მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენასა და ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. შეკრებილთა ძირითადი მოთხოვნებია დადგინდეს ხანძრის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, ჩატარდეს გამოძიება, თუ რა მოხდა, დაისაჯონ დამნაშავეები და გადადგეს ქალაქის მერი არმან ტულეევი და აგრეთვე სხვა ადგილობრივი მაღალჩინოსნები. გარდა ამისა, მიტინგის მონაწილეები ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ითხოვენ, რომელიც ამჟამად კემეროვაშია ჩასული. უახლესი ინფორმაციით, ქალაქში ასობით პოლიციელია მობილიზებული. რამდენიმე წუთის წინ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 28 მარტი ქვეყნის საერთო გლოვის დღედ  გამოაცხადა.               

რუსეთში ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრი დაიწვა.

                                          რუსეთში ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს, ახალგაზრდა კაცი მესამე სართულიდან გადმოხტა, თუმცა პირდაპირ მისი დაჭერა ვერ მოხერხდა, რადგან ჯერ პროჟექტორზე დაეცა, შემდეგ კი შესასვლელი კარის სახურავზე. ამჟამად მისი მდგომარეობა უცნობია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის საქმეზე 4 ადამიანი, მათ შორის დირექტორი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  უკვე დაკითხულია 60 ადამიანი, სისხლის სამართლის საქმე კი 3 მუხლით აღიძრა. ხანძარი სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე გუშინ გაჩნდა და მისი ჩაქრობა უკვე მოხერხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 53 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვია. ხანძრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა, 16 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. IMEDINEWS.GE

საქართველოში ცნობილი როკჯგუფი IMAGINE DRAGONS-ი ჩამოდის

                           ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს. პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. კომპანია Fix Group-მა ჯგუფს ორი ადგილმდებარეობა შესთავაზა და დასტურს ჯგუფის მენეჯერების მხრიდან ელოდებიან. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის ჩატარების ზუსტი თარიღიც. ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობს. ევროპის კონტინენტზე საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა, სადაც ამერიკული როკჯგუფი კონცერტს გამართავს. ჯგუფის ოფიციალურ საიტზე საქართველო ჯერ არ ჩანს, თუმცა ევროპის მასშტაბით ჩასატარებელი კონცერტების სიაში უკრაინა 31 აგვისტოს არის მონიშნული. სავარაუდოდ, საქართველოს ჯგუფი სექტემბრის დასაწყისში ეწვევა. პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, კონცერტის ჩატარების ა...

ფეხბურთელები, რომელთა ცხოვრებაც მოედანზე დასრულდა.

 სპორტსმენთა ცხოვრება, ასე თუ ისე, რისკიანია. არის სპორტის სახეობები სადაც ეს რისკი გაცილებით დიდია ვიდრე სხვა სახეობაში, თუმცა ამჯერად ყურადღება მინდა ფეხბურთზე გავამახვილო, რომელიც სიცოცხლისთვის არც თუ ისე საშიშ სპორტად ითვლება, თუმცა არცისე შორეულ წარსულში გვახსოვს შემთხვევები, როცა ფეხბურთელებმა ცხოვრება მოედანზე, თამაშის დროს დაასრულეს.მაგალითად, უნგრელი ფეხბურთელი მიკლოს ფეჰერი, რომელიც "ბენფიკას" ბეხბურთელი იყო და 2004 წელს თამაშის დროს, მოულოდნელად ცუდად გახდა, დაეცა და სამწუხაროდ წამოდგომა ვეღარ შეძლო. ესპანელი ფეხბურთელი _ ანტონიო პუერტა, "სევილიას" რიგებში ირიცხებოდა, 2007 წელს ერთ-ერთ მატჩზე მან გულის შეტევა მიიღო, მოედანზე დაეცა, მოახერხეს მისი გონს მოყვანა და მან შეძლო თავისი ფეხით გასულიყო მოედნიდან, თუმცა უკანასკნელად, რადგან ის სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. პიერმანიო მოროსინი, იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 2012 წელს მოედანზე დაასრულა სიცოცხლე... წყარო - Intermedia

ინციდენტი გუდაურში. დაშავებულია 11 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, აქედან ექვსს ოთხი ვერტმფრენითა და ორი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები. გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს  მოხდა.  ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ. გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება  დაიწყო. წყარო - IMEDINEWS.GE

ციფრული სულები. როგორ ზრუნავენ სოცქსელები გარდაცვლილი მომხმარებლების ექაუნთებზე.

                              უკვე 2012 წელს, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების რაოდენობამ დაახლოებით 30 მილიონს მიაღწია. ექსპერტები ამბობენ, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც სოცქსელების გარდაცვლილი მომხმარებლების რიცხვი ცოცხლებს გადააჭარბებს. ასეთი ვირტუალური მემკვიდრეობის მართვას კი სპეციალური რეგულაციები და ოფიციალური კოდექსები დასჭირდება. კომპანიებმა ამ პრობლემაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის შექმნას სთავაზობს Facebook-ი მომხმარებლებს ციფრული ანდერძის წინასწარ დაწერას და ექაუნთის პარამეტრებში იმ ადამიანის მითითებას სთავაზობს , რომელიც გვერდის მართვას განაგრძობს. ამასთან "მემკვიდრე" ვერ ნახავს თქვენს მიმოწერას, ვერ წაშლის ჩანაწერებს, მაგრამ შეძლებს ახალი პოსტების გამოქვეყნებას. იმ შემთხვევაში თუ გაუთვალისწინებელი რამ მოულოდნელად მოხდა, არსებობს ორი ვარიანტი: - გვერდის წაშლა შეუძლია ნათესავს, თუ ის დაამტკიცებს, პირველ რიგში იმას, რომ...

ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.

shutterstock.com დ ღეს ფიონჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად  გაიხსნა.  ფიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა საზეიმოდ გუშინ  აღიმართა.  ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან 4 სპორტსმენი - მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი  იასპარეზებენ.   გახსნის ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება თამაშებში მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაციის აღლუმი, რომელიც საკმაოდ სანახობრივია. ტრადიცია გულისხმობს, რომ დელეგაციები მასპინძელი ქვეყნის ენის ანბანური წესრიგის მიხედვით გამოვლენ. ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები ფიონჩანგში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრებები სამხრეთ კორეის ორ ქალაქში გაიმართება. ფიონჩანგის სამთო სათხილამურო კურორტი ალპენსია ცენტრალური ადგილი ...

ვარკეთილის მეტრო მგზავრებს, სავარაუდოდ, 31 იანვრის 06:00 საათიდან მოემსამხურება.

მეტროსადგური ვარკეთილი მგზავრების მომსახურებას, სავარაუდოდ, 31 იანვარს, დილის 06:00 საათიდან შეძლებს. ამის შესახებ imedinews-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს. უწყების ცნობით, მეტროსადგურში სპეციალისტებმა ჩამოიღეს ჭერის ის ნაწილიც, რომელიც დღეს დილით არ ჩამონგრეულა, ასევე ასუფთავებენ ტერიტორიას. მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია.  თბილისის მერის  კახა კალაძის თქმით,  უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვება. მომხდარზე გამოძიება უკვე  დაიწყო.  IMEDINEWS.GE

X FACTOR -ი იმედზე.

კასტინგი პირველ ეტაპზე თბილისში გაიმართება, შემდეგ კი საქართველოს სხვა ქალაქებში  პოპულარულმა ვოკალურმა ტელეპროექტმა Х-Factor, რომელიც ტელეარხ „იმედზე" გადის, მეხუთე სეზონისთვის კასტინგი გამოაცხადა — ის თბილისში 27-28 იანვარს დაიწყება. „თუ გაქვთ ვოკალური მონაცემები და გსურთ გრანდიოზულ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა — იქს ფაქტორი გელით იმედზე! X ფაქტორი — დიდი აღმოჩენების დრო დგება!", — ნათქვამია შოუს განცხადებაში. კასტინგის პირველი ეტაპი თბილისში, ტელეარხ „იმედზე" 12:00 საათზე გაიმართება. მისამართი — ლუბლიანას 5. შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ შემსრულებლებსა და მუსიკალურ ანსამბლებს, ისე დებიუტანტებს 12 წელს ზევით. კონკურსანტებს, ტრადიციულად ყოფენ კატეგორიებად: „ბიჭები", „გოგონები", „მუსიკალური ჯგუფები" და „ბავშვები". The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ის არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა....

ბათუმში შტორმის გამო ბულვარი დანაგვიანდა. | FB.COM/Tsjnewspage

ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. ახალი ბულვარის  პრომინადზე  ტალღები გადმოდის. წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. ინოფორმაციას  1tv  ავრცელებს. ამ დროისთვის, ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანებულია.

Youtube-ზე 1000-ზე ნაკლები გამომწერის მქონე არხები რეკლამისგან შემოსავალს ვეღარ მიიღებენ.

YouTube-მა ახალი წესების შემოღების შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, 17 იანვრიდან Youtube-ზე რეკლამის განთავსებით ფულის შოვნის მსურველებს მათ არხზე ბოლო ერთი წლის განამვლობაში, სულ ცოტა 4000-საათიანი ნახვა და 1000-ზე მეტი გამომწერი უნდა ჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC  ავრცელებს. აქამდე არსებული წესით, რეკლამის განთავსებისთვის საკმარისი იყო მხოლოდ სულ მცირე 10 ათასი ნახვის მოგროვება. 20 თებერვლამდე არხების მფლობელებს საშეღავათო პერიოდი აქვთ, რის შემდეგაც ყველა, ვინც არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, თავიანთი ვიდეოებისგან შემოსავალს დაკარგავს. თუმცა, როგორც კი მათი არხები ახალ ცვლილებებს მოერგებიან რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ბაზაში (პარტნიორულ პროგრამაში) სისტემა ავტომატურად გააგზავნის მოთხოვნას. ახალი არხების მფლობელებს კი მოთხოვნის გაგზავნა თავად მოუწევთ. ფოტო: shutterstock.com IMEDINEWS.GE

კვლევა: ინტერნეტის მომხმარებლები ნაკლებად რელიგიურები არიან.

ამერიკაში, ბეილორის კერძო ქრისტიანული უნივერსიტეტის მკვლევარებმა Journal for the Scientific Study of Religion-ში ნაშრომი  გამოაქვეყნეს.  ავტორებმა ინტერნეტის მოხმარებასა და პიროვნების რელიგიურობას შორის კავშირის დადგენა სცადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი ინტერნეტთან, მით ნაკლებია მისი რელიგიურობის დონე. ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტის მომხმარებლები კონკრეტულ რელიგიას თავს არ მიაკუთვნებენ.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი ღმერთი არაა.  კვლევის მიხედვით, რელიგიური აღზრდის მქონე ადამიანთა რიცხვი 1990 წლიდან შემცირდა. მკვლევარები ამას ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, “ინტერნეტი უღმერთო ადგილია“. IMEDINEWS.GE