"საჭესთან თეონას მამა იჯდა და არა მიმი" - ვინ იყო 24 წლის ბიჭი, ვინც ჩვილ შვილებთან ერთად აჭარაში ავარიას ემსხვერპლა?
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ , რა დროსაც მამა და 6 თვის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. უკიდირესად სავალალოა ქვეყანაში ავტოკატასტროფების სტატისტიკა, ასევე ავარიების შედაგად გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი. ტრაგედია ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრება: - უდიდესი უბედურება დატრიალდა ჩვენ თავს. ვისაც ეს ოჯახი არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს, როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებდნენ ერთმანეთს, რა სასოებით ელოდნენ ამ ბავშვებს, რა დიდხანს არჩევდნენ მათ სახელებს - სესილისა და ნინის... ახლა კი ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გაქრა. - გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია სატვირთ...