ბოლო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილი პირველი კოსმოსური ფრენა წარმატებით შესრულდა. გაფრენა თბილისის დროით 23:33 საათზე იყო დაგეგმილი. არსებული ამინდის პირობებში, მისი სტარტის ალბათობა 60%-ი იყო, თუმცა მეორე ცდამ გაამართლა. ილონ მასკის SpaceX-ის და NASA-ს ერთობლივი პროექტი 2 ამერიკელი ასტრონავტის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტრანსპორტირებას და რამდენიმე სხვა ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნებას ითვალისწინებს. 2011 წლის შემდეგ აშშ-ს მსგავსი ფრენა არ განუხორციელებია და იძულებული იყო ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად უზარმაზარი თანხა რუსეთისთვის გადაეხადა. იხილეთ ისტორიული მოვლენის კადრები: გამოგვიწერეთ და დაგვიმეობრდით ფეისბუქზე - fb.com/tsjgroupge | Follow Us on FaceBook - fb.com/tsjgroupge