წინა სტატია როგორც შსს-ში imedinews-ს განუცხადეს, ტყიბულში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა, შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შესაბამისად, მიმდინარეობს ერთობლივი - სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია და სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებიც გაემგზავრნენ, რომლებიც მომხდარ უბედურ შემთხვევას შეისწავლიან. ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში 4 მაღაროელი სიმაღლიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.